MATARE.GE ტურისტული კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზეა და მომხმარებლებს ეხმარება შეიძინონ ავიაბილეთები ყველაზე იაფად და მიიღონ სრული ტურისტული მომსახურება.

კონტაქტი

img

7 ცოტნე დადიანის ქუჩა, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, A319 ოთახი

წესები და პირობები

ხელშეკრულების სტანდარტული პირობები

 

1. წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში „ხელშეკრულების“) მხარეები: 

1.1. კომპანია, სერვისის მიმწოდებელი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი შპს მატარე.ჯი (ს/ნ 424089578, MATARE.GE LLC), ფაქტობრივი მისამართი: 7 ცოტნე დადიანის ქუჩა, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, A319 ოთახი, ვებ-გვერდი:https://matare.ge/, ელ.ფოსტა : info@matare.ge , ტელეფონი: 0(322) 121418, მობ.: (+995) 558 12 14 18;
1.2. მომხმარებელი, კლიენტი – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც შედის ვებ-გვერდზე:https://matare.ge/ (შემდგომში „ვებ-გვერდი“), ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და სურს კომპანიის მხრიდან სერვისის/მომსახურების მიღება;

2. ხელშეკრულების საგანი და მიზანია:

2.1. წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს ურთიერთობას მომხმარებელსა და შპს „მატარე.ჯი“-ს (შემდგომში – „კომპანია“ ან „სერვისის მიმწოდებელი“) შორის ვებ-გვერდის – https://matare.ge/ – გამოყენებასთან დაკავშირებით. ვებ-გვერდი წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი გადადის მესამე პირის (მაგალითად, ავიაგადამზიდავების ან სხვა სერვისის მიმწოდებლების) ვებ-გვერდებზე, სადაც ხდება პროდუქტის ან მომსახურების შეძენა უშუალოდ ამ მომხმარებლის მხრიდან. კომპანია მოქმედებს მხოლოდ როგორც შუამავალი და არ წარმოადგენს პროდუქტის ან მომსახურების პირდაპირ გამყიდველს ან მიმწოდებელს.
2.2. კომპანია არ მონაწილეობს მესამე პირის მხრიდან შეთავაზებული პროდუქტის ან მომსახურების შესრულებაში და არ ატარებს პასუხისმგებლობას მათი შინაარსის, ხარისხის, მოცულობის, ფასების, ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოების ან შესაბამისობის შესახებ. ყველა ასეთი გარიგება სრულდება მომხმარებელსა და შესაბამის მესამე პირს შორის, კომპანია შპს მატარე.ჯი კი მხოლოდ ტექნიკურ შუამავლობის მომსახურებას ახორციელებს მისი ვებ-გვერდით მოსარგებლე მომხმარებლისათვის.
2.3. მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენება ნიშნავს თანხმობას, რომ კომპანია – შპს მატარე.ჯი სთავაზობს მხოლოდ ინფორმაციულ და შუამავლურ სერვისს, რაც მოიცავს შესაბამისი პროდუქტის ან მომსახურების (მაგალითად, ავიაბილეთის) მოძიებასა და მომხმარებლის გადამისამართებას მესამე პირის – სერვისის უშუალო მიმწოდებლის – ვებ-გვერდზე. პროდუქტის შეძენა და თანხის გადახდა სრულად ხორციელდება მომხმარებლისა და მესამე პირის შორის, უშუალოდ მესამე პირის პლატფორმაზე, კომპანიის ფინანსური მონაწილეობის ან ჩარევის გარეშე.
2.4. წინამდებარე ხელშეკრულება მიზნად ისახავს რომ მომხარებელი სრულად იყოს ინფორმირებული კომპანიის კუთვნილი ვებ-გვერდის გამოყენების, ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის შეძენის, დაბრუნების პოლიტიკისა და მომსახურების მიღების თაობაზე.
2.5. თითოეული მომხმარებელი, კომპანიის პლატფორმით, ვებ-გვერდით, სარგებლობისას, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანია – შპს მატარე.ჯი (ს/ნ 424089578, MATARE.GE LLC) უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები აღნიშნულ პირობებში, მომხმარებლის შემდგომი დამატებითი წერილობითი თანხმობის გარეშე.
2.6. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წეს(ებ)ი ატარებს სავალდებულო ხასიათს, შესაბამისად, მისი რომელიმე (ერთი ან/და რამდენიმე) პუნქტის ან/და ქვეპუნქტის დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებითა და პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივად უარის სათქმელად.
2.7. მომხმარებლის მხრიდან ვებ-გვერდის/პლათფორმის (https://matare.ge/) გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თანხმობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე, ამ საიტზე გამოქვეყნებულ წესებსა და პირობებზე, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.
2.8. მომხმარებელი ვებ-გვერდით სარგებლობის ფაქტით, ასევე გამოხატავს თანხმობას კონფიდენციალური პოლიტიკის პირობებზე და მათ განუხრელად დაცვაზე.

 

3. ტერმინთა განმარტება

3.1. პროდუქცია – კომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე, ვებ-გვერდზე: https://matare.ge/ ხელმისაწვდომი ყველა პორდუქტი ან/და მომსახურება, მათ შორის ავიარეისების ძიებისა და დაჯავშნის სისტემა, ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
3.2. ბილეთი – დოკუმენტი (ციფრული ან ბეჭდური სახით), რომელიც ადასტურებს მგზავრობის უფლების არსებობას მგზავრსა და ავიაგადამზიდავს/ავიაკომპანიას შორის არსებული შეთანხმების თანახმად, კონკრეტულ რეისზე, მითითებული პირისათვის, მითითებულ თარიღზე და მარშუტზე. ბილეთის გამცემი ავიაგადამზიდავის/ავიაკომპანიის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის წესები განიხილება სერვისის მიმწოდებლის (“კომპანიის”) დადგენილ წესებთან ერთობლიობაში და მომხარებლისათვის წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამ პუნქტში განხილული წესებზე, მათ შორის ავიაგადამზიდავის (ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის) მიერ განსაზღვრულ წესებზე ავტომატირ თანხმობად განიხილება კლიენტის მხრიდან კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით/გამოყენებით ბილეთის შეძენა.
3.3. ჯავშანი – სერვისის მიმწოდებლის/კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით/გამოყენებით მგზავრობის ან სერვისის წინასწარ დაჯავშა („დარეზერვება“), რომლითაც ხდება ავიაბილეთის ან მომსახურების განთავსება მომხმარებლის სახელზე, მის საბოლოო შეძენამდე.
3.4. მომხმარებელი/მგზავრი – ნებისმიერი იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული, სრულწლოვანი, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს პლატფორმის ფუნქციებს და რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც იძენს https://matare.ge/  ვებ-გვერდზე განთავსებულ პროდუქციას/მომსახურებას/ჯავშნის ბილეთს.
3.5. ავიაგადამზიდავი – ლიცენზირებული ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებს საჰაერო მგზავრთნაკადის გადაყვანას ხელშეკრულების საფუძველზე და რომელიც მითითებულია მომხმარებლის ბილეთში (შემდგომში ავიაგადამზიდავი ან ავიაკომპანია).
3.6. ავიაგადამზიდავის შეთანხმება – ხელშეკრულება ან წესები, რომლითაც რეგულირდება მგზავრსა და ავიაგადამზიდავს შორის ურთიერთობა მგზავრობისას, მათ შორის გადაზიდვის პირობები, პასუხისმგებლობები და შეზღუდვები, ასევე ავიაგადამზიდველის ვალდებულება გადაიყვანოს მომხმარებელი დანიშნულების ადგილამდე, მომხარებლის ბილეთში მითითებული: სატრანსპორტო საშუალებით, შესაბამისი დროს, შესაბამისი რეისით.
3.7. ავიაგადამზიდავის ბარგზე შეთანხმება – კონკრეტული ავიაგადამზიდავის მიერ დადგენილი წესები და პირობები ბარგის გადაზიდვის, ზომისა და წონის, აგრეთვე დამატებითი გადასახადების შესახებ.
3.8. ბარგი – მგზავრის მიერ ავიარეისზე წარსადგენი ნივთების ერთობლიობა, რომელიც რეგისტრირდება და მიეწოდება ავიაგადამზიდავს გადასატანად რეგისტრაციის შემდგომ.
3.9. ხელბარგი – ბარგის ის ნაწილი, რომელიც მგზავრთან ერთად დასაშვებია განთავსდეს თვითმფრინავის სალონში/ბორტზე და არ საჭიროებს რეგისტრაციას, თანახმად მგზავრსა და ავიაგადამზიდავს შორის არსებული შეთანხმებისა.
3.10. აკრძალული ნივთ(ებ)ი- ნებისმიერ ნივთს, რომლის ტრანსპორტირება აკრძალულია მოქმედი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების, ასევე ავიაკომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად. ასეთ ნივთებად, მაგალითად, მიიჩნევა (მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ მათით): ბასრწვერიანი და ბასრპირიანი საგნები, რომელთა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება (სამართებელი,დანა,მაკრატელი,ხმალი, ხანჯალი,ბლაგვი ინსტრუმენტები – საგნები), ფეთქებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებები და მოწყობილობები, სხვადასხვა სახის ხელკეტები , ტყვიები, ასაფეთქებელი კაფსულები დეოდორანტი, ფოიერვერკები და სხვა პიროტექნიკა,კვამლის წარმომქმნელი მოწყობილობები , მწვავე ნივთიერებები, მჟავები,რადიაციული მასალები,მომწამვლელი ნივთიერებები,გაზი, ჟანგვადი ნივთიერებები, აალებადი საგნები ან ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, საბრძოლო მასალა , სითხე 100 მილილიტრზე მეტი რაოდენობის , აეროზოლი და სხვა ნივთები, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდნენ თვითმფრინავზე მყოფი პირების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას ან თვითმფრინავის სტრუქტურულ მთლიანობას.
3.11. მესამე პირი – ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ხელშეკრულების უშუალო მხარე.
3.12. დისტანციური ხელშეკრულება – შეთანხმება, რომელიც დაიდო მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, მათი ფიზიკური თანდასწრების გარეშე.
3.13. ავტორიზაცია – კომპანიის ვებ-გვერდზე უკვე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ სისტემაში შესვლის და პირად ანგარიშზე წვდომის პროცესი, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.
3.14. პირადი ანგარიში („პროფილი“) – მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებ-გვერდზე შექმნილი პერსონალური სივრცე, სადაც ინახება ჯავშნები, მისი გადახდების ისტორია, პირადი მონაცემები და სხვა დაკავშირებული ინფორმაცია.
3.15. განცხადება – კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, სიახლე, პროდუქტის ან/და მომსახურების შესახებ.
3.16. პერსონალური მონაცემი – პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული
კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

 

4. ვებ-გვერდზე რეგისტრაციის წესები

4.1. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით https://matare.ge/  სარგებლობისას (მისი მეშვეობით პროდუქტის ან/და
მომსახურების მიღების/შეძენისას), იგულისხმება, რომ მომხმარებლისთვის ცნობილია წინამდებარე ვებ-
გვერდის გამოყენების წესი და პირობები, რომელთა დაცვასა და შესრულებაზე გამოხატავს ავტომატურ
თანხმობას, შესაბამისად მომხმარებელზე ავტომატურად ვრცელდება ამ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული წესები და შეზღუდვები.
4.2. წინამდებარე წესებზე და პირობაზე თანხმობით (რასაც უთანაბრდება კომპანიის ვებ-გვერდით
https://matare.ge/   სარგებლობა) მომხმარებელი ადასტურებს რომ:
– სრული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი (არანაკლებ 18 წლის) ფიზიკური პირია ან უფლებაუნარიანი იურიდიული პირი/იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი;
– წინამდებარე ვებ-გვერდი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე პირისათვის და მას გააზრებული აქვს აღნიშნულის შესახებ.
– ეთანხმება კომპანიის მიერ შემუშავებულ, ვებ-გვერდზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას;
– კომპანიის ვებ-გვერდზე განხორციელებული მისი თითოეული ქმედება შეესაბამება და განხორციელებულია მისი ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, რაც გულისხმობს რომ არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან ნებისმიერი ტოქსიკური პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ (მათ შორის:თაღლითობის, მუქარის, ძალადობის, მოტყუების) და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ობიექტს კომპანიის, მისი ვებ-გვერდის ან/და მესამე პირის მხრიდან. შესაბამისად სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოხატვის შინაარსს და მის სამართლებრივ შედეგებს.
– გააჩნია სათანადო უფლებამოსილება, რათა დაადასტუროს წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებული წესები, პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა, მათ შორის ვებ-გვერდის გამოყენებით, რაც ნიშნავს თანხმობას მათ შინაარსზე
– სრულად გაეცნო კომპანიის სტანდარტულ ხელშეკრულებას, ვებ-გვერდით განსაზღვრულ წესებსა და პირობებს, რასაც უპირობოდ ეთანხმება.
– წინამდებარე ხელშეკრულება ელექტრონული ფორმისაა და რომ კომპანიის ვებ-გვერდის ნებისმიერი სახით სარგებლობისას, სრულად ეთანხმება/ადასტურებს ხელშეკრულებაში ასახულ პირობებს და მისაღებია მისთვის.
– მის მიერ კომპანიისათვის წარდგენილი ინფორმაცია (მათ შორის და არამხოლოდ: კომპანიის ვებ-გვერდზე, მის პირად სივრცეში განთავსებული/ატვირთული, კომპანიის საკომუნიკაციო არხებზე, ფოსტით, ელ-ფოსტით, ტელეფონზე, whatsapp-ზე, viber-ზე გადაგზავნილი) არის სრულყოფილი, ზუსტი და უტყუარი. ამასთან, მომხმარებლის ქმედება არ არის/იქნება მიმართული ნებისმიერი მესამე პირის/მხარის
მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
– მომხმარებელი არ მონაწილეობს ან ჩართულია, საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის, საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის და არამხოლოდ ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში) და იძლევა გარანტიას რომ კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, პირადი ანგარიშის გახსნისას ან/და წინამდებარე
ხელშეკრულების მოქმედების სრულ პერიოდზე, მისი მხრიდან განხორციელებული თითოეული ქმედება, შესაბამისობაშია საქართველოს ან/და სხვა ქვენის, საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
– მისი ქმედება არ არის მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მოტყუების ან/და შეცდომაში შეყვანისაკენ;
– სრულყოფილად, ჯეროვნად, შესაბამის ვადებში, კეთილსინდისიერად შეასრულებს წინამებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებებს.

 

5. გადახდის პირობები

5.1. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული მოსახურების ან/და პროდუქტის მისაღებად (მათ შორის ავიაბილეთის შეძენა, დამხმარე მომსახურების მიღება, ბილეთების დაბრუნება, ბილეთების გადაცვლა და ა.შ) მიღების/შესაძენად მომხმარებელის მხრიდან ანგარიშსწორების ფორმაა – უნაღდო წესით თანხის გადახდა.
5.2. მომხმარებელი პროდუქტის შესაძენად ან მომსახურების მისაღებად ვებ-გვერდის ( https://matare.ge/ ) გამოყენებით გადაამისამართდება შესაბამისი მესამე პირის (მაგ. ავიაგადამზიდავის) ვებ-გვერდზე, სადაც სრულდება ანგარიშსწორების პროცედურა, მათ შორის ბარათის მონაცემების შეყვანა. მომხმარებლის ანგარიშსწორების ინფორმაცია, მათ შორის საკრედიტო ან სადებეტო ბარათის მონაცემები, მოიპოვება და ინახება მხოლოდ აღნიშნულ მესამე პირის მიერ, კომპანია – შპს მატარე.ჯი არ იღებს ან არ ინახავს მომხმარებლის ფინანსურ მონაცემებს და არ აგებს პასუხისმგებლობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.
5.3. მომხმარებლის მიერ ბილეთის შეძენის პროცედურა სრულდება https://matare.ge/ -ს გადამისამართებით/გამოყენებით მესამე პირის (მაგალითად, ავიაგადამზიდავის) ვებ-გვერდზე, სადაც შესაბამისი პირი აწვდის მომხმარებელს ბილეთის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს. კომპანია (შპს მატარე.ჯი ) არ წარმოადგენს უშუალო გამყიდველს და არ აწვდის ბილეთებს; იგი მოქმედებს მხოლოდ
შუამავლის როლში მომხმარებელთან და მესამე პირებს შორის.
5.4. პროდუქციის ან/და მომსახურების ღირებულების გადახდამდე მომხმარებელი ვალდებულია:
5.4.1. დეტალურად გადაამოწმოს მის მხრიდან მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში არასწორი/არასრული საკონტაქტო ინფორმაციის შედეგად ნებისმიერ უარყოფით შედეგზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს;
5.4.2. გაეცნოს პროდუქციის ან/და მომსახურების უკანდაბრუნების/გაუქმების წესებს;
5.4.3. დეტალურად გადაამოწმოს და წინასწარ გაეცნოს პროდუქციის ტექნიკურ მახასიათებლებს და დარწმუნდეს რომ იგი შეესაბამება მომხარებლის კონკრეტულ მოთხოვნას.
5.5. კომპანია იტოვებს უფლებას, მომხმარებლის მხრიდან ნებისმიერი საეჭვო ან/და თაღლითური ტრანზაქციის დაფიქსირების შემთხვევაში, უარი განუცხადოს მას მომსახურების ან/და პროდუქტის მიღებაზე და მიმართოს შესაბამის (კომპეტენტურ) ორგანოებს.
5.6. კომპანიის მომსახურებისათვის (მათ შორის ვებ-გვერდის სარგებლობისათვის, საკომისიოს ღირებულება)
გადახდილი თანხა მომხმარებელს უკან არ უბრუნდება.

 

6. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

6.1. კომპანია შპს მატარე.ჯი (ს/ნ 424089578, MATARE.GE LLC), არ წარმოადგენს არცერთ ავიაკომპანიას, შესაბამისად:
6.1.1. არ ადგენს ფასებს და რეისებს. კომპანიის, მისი ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებელი იღებს ინფორმაციას უშუალოდ ავიაკომპანიის მხრიდან დადგენილ რეისებზე და ფასებზე. შესაბამისად, კომპანია პასუხს არ აგებს მომხარებლის წინაშე ავიაკომპანიის რომელიმე ფასის ან/და რეისის ცვლილებაზე (ასეთი ცვლილების განხორციელების არცერთ ეტაპზე).
6.1.2. მომხმარებლის წინაშე პასუხს არ აგებს რომელიმე რეისის დაგვიანებაზე ან/და მის გაუქმებაზე.
6.1.3. მომხმარებლის წინაშე პასუხს არ აგებს ბარგის, ხელბარგის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვაზე. ასეთ დროს მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება შესაბამის ავიაკომპანიას.
6.1.4. ვალდებული არ იღებს მომხმარებლის გამგზავრებამდე მის ნაცვლად, ავიაგადამზიდავის საიტზე გამგზავრებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელებაზე/მის დაცვაზე, მათ შორის ელექტრონულად რეგისტრაციის გავლაზე (ე.წ Chek-in პროცედურის განხორციელებაზე). იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დამოუკიდებლად ვერ მოახდენს გამზავრებამდე რეგისტრაციის პროცედურის გავლას, მომხმარებელის დროული მიმართვის შემთხვევაში სერვისის მიმწოდებელი/კომპანია (შპს მატარე.ჯი) მისი წარმომადგენლის/თანამშრომლის/ოპერტორის მეშვეობით დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ გასწევს დამატებით მომსახურებას მომხმარებლისათვის – რეგისტრაციის (Chek-in) პროცედურის გასავლელად. ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი მომსახურების ტარიფი დამოკიდებულია მომხმარებლის/მგზავრის მიერ შეძენილი კონკრეტული ავიარეისის მახასიათებელზე (მათ შორის მიმართულებაზე, გამზავრების პერიოდზე/დროზე და თავად ავიაკომპანიაზე, რომელმაც უშუალოდ უნდა მოახდინოს მგზავრის გადაყვანა) და წინასწარ თანხმდება კომპანია – შპს მატარე.ჯი-სთან, მის
წარმომადგენელთან კომუნიკაციისას.
6.1.5. ვალდებული არ არის მომხარებლის ნაცვლად შეიძინოს მისი გამგზავრებისათვის საჭირო ბილეთი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დამოუკიდებლად ვერ მოახდენს ამ პროცედურის განხორციელებას, მომხმარებელის დროული მიმართვის შემთხვევაში სერვისის მიმწოდებელი/კომპანია (შპს მატარე.ჯი) მისი წარმომადგენლის/თანამშრომლის/ოპერტორის მეშვეობით დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ გასწევს დამატებით მომსახურებას მომხმარებლისათვის – ბილეთის შესაძენად. ასეთ დროს მომხმარებელი ვალდებულია სრულად და დროულად მოახდინოს სასურველი რეისის ბილეთის შესაძენი ღირებულების კომპანია – შპს მატარე.ჯი-ს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა, ამას გარდა დამატებითი მომსახურების ანაზღაურების გადახდა, რომლის ტარიფიც დამოკიდებულია მომხმარებლის/მგზავრის მიერ შესაძენი კონკრეტული ავიარეისის მახასიათებელზე (მათ შორის მიმართულებაზე, გამზავრების პერიოდზე/დროზე და თავად ავიაკომპანიაზე, რომელმაც უშუალოდ უნდა მოახდინოს მგზავრის გადაყვანა) და წინასწარ თანხმდება კომპანია – შპს მატარე.ჯი-სთან, მის წარმომადგენელთან კომუნიკაციისას.
6.1.6. პასუხს არ აგებს ავიაკომპანიის უკუკავშირზე და ავიაკომპანიიის მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
6.2. კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად, წინასწარი შეტყობინების გარეშე განაახლოს შეძენისა და ანგარიშსწორების პოლიტიკა. პოლიტიკის ცვლილება ძალაში შედის ვებ-გვერდზე განთავსებისთანავე. მომხმარებელი ვალდებულია რეგულარულად გადაამოწმოს ვებ-გვერდზე განთავსებული პირობები, ხოლო ვებ-გვერდის გამოყენება ყოველი შესვლისას ნიშნავს აღნიშნულ პირობებზე თანხმობას.
მომხმარებლის/გზავრის უფლება-მოვალეობები:
6.2.1. წინამდებარე ხელშეკრულების დადასტურების გზით, მომხარებელი აცნობიერებს, რომ კონკრეტული ავიარეისით გამგზავრებამდე, ავიაკომპანიის მხრიდან დამატებითი სანქციის დაკისრებისაგან თავიდან არიდების მიზნით, სავალდებულოა რეგისტრაციის (ე.წ Check-in) პროცედურის დროულად და ჯეროვნად გავლა, რაზეც ახორციელებს თავად მომხარებელი/მგზავრი. შესაბამისად, თავად აგებს პასუხს აღნიშნული რეგისტრაციის პროცედურის დარღვევით დამდგარი ნებისმიერ, მათ შორის მატერიალური ზიანზე თუ დაკისრებულ სანქციაზე.
6.2.2. მომხმარებელი/მგზავრი ვალდებულია გამზავრებამდე (რეკომენდირებულია კონკრეტულ ავიარეისამდე არანაკლებ 3 საათით ადრე), დროულად გამოცხადდეს აეროპორტში. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია – შპს მატარე.ჯი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ამ წესის მომხმარებლის მხრიდან დარღვევის შედეგად გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე (ზარალზე), მათ შორის ავიაკომპანიის მხრიდან დაკისრებულ საჯარიმო სანქციაზე.
6.2.3. მომხმარებელი/მგზავრი ვალდებულია გამზავრებამდე, აეროპორტში გამოცხადებისას, მათ შორის ხელბარგში არ იქონიოს კანონსაწინააღმდეგო, აკრძალული ნივთები.
6.2.4. მომხმარებელი/მგზავრი ვალდებულია საზღვრის კვეთისას იქონიოს ვალიდური (არანაკლებ 6 თვით ძალაში მყოფი) დოკუმენტაცია, მათ შორის ინდეტიფიკაციის განმსაზღვრელი დოკუმენტი, პასპროტი. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია – შპს მატარე.ჯი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ამ წესის მომხმარებლის მხრიდან დარღვევის შედეგად გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე (ზარალზე), მათ შორის ავიაკომპანიის მხრიდან დაკისრებულ საჯარიმო სანქციაზე, მომხმარებლის/მგზავრის მხრიდან გაწეულ დამატებით ხარჯებზე.
6.2.5. მომხმარებელი/მგზავრი ვალდებულია – ბილეთის ან სხვა დოკუმენტის მიღებისთანავე (მიუხედავად იმისა, დოკუმენტი მიღებული იქნება კომპანიის – შპს „მატარე.ჯი“-ს ან ავიაგადამზიდავი კომპანიის/მისი წარმომადგენლის მხრიდან), დაუყოვნებლივ გადაამოწმოს მასში მოცემული ინფორმაცია. თანხის გადახდისა და დოკუმენტის გენერირების მომენტიდან მომხმარებელი/მგზავრი თავად აგებს სრულ
პასუხისმგებლობას შეძენილი სერვისის სისწორესა და გამოყენებაზე. დოკუმენტში არსებული ინფორმაციის შეცდომის შემთხვევაში, მომხმარებელმა/მგზავრმა უნდა მიმართოს შესაბამის სერვისის მიმწოდებელ კომპანიას. კომპანია „მატარე.ჯი“ არ არის პასუხისმგებელი
მომხმარებლის მიერ შეყვანილ მონაცემებზე ან მათ სისწორეზე გადამოწმების ვალდებულებაზე. მომხმარებლის/მგზავრის პრეტენზიის განუცხადებლობის ან შენიშვნის არარსებობის შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ მომხმარებელი/მგზავრი სრულად ეთანხმება ბილეთში/დოკუმენტში ასახულ ინფორმაციას და მის შინაარსზე უპირობოდ აცხადებს თანხმობას. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით
გამოწვეული ნებისმიერი ზიანი ეკისრება თავად მომხმარებელს/მგზავრს.
6.2.6. მომხმარებელი/მგზავრი აცნობიერებს, რომ აეროპორტ(ებ)ში მონიტორზე არსებული ინფორმაცია მუდმივად ცვლადია. იგი ვალდებულია, მათ შორის ტრანზიტული მგზავრობისას, დამოუკიდელად აკონტროლოს ფრენის გასასვლელის (ე.წ GATE) ნომერი მონოტორზე. შესაბამისად, თავად არის პასუხისმგებელი ამ პუნქტში აღწერილი პროცედურის დარღვევის შედეგად გამოწვეულ ნებისმიერ უარყოფით შედეგზე, მათ შორის ავიარეისზე დაგვიანების/გამოუცხადებლობის ან/და დადგენილი რეისიგან განსხვავებულ რეისზე მოხვედრის უარყოფით შედეგზე.
6.2.7. თითოეულ ავიაკომპანიას გააჩნია ხელბარგისა და რეგისტრირებული ბარგის ზომისა და წონის განსაზღვრის განსხვავებული წესები. აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია კონკრეტულ ავიაბილეთში და ხელმისაწვდომია შესაბამისი ავიაკომპანიის ვებგვერდზე. მგზავრი ვალდებულია დამოუკიდებლად გაეცნოს ამ პირობებს.
6.2.8. ფრენის, ავიარეისის გადადებისას მომხმარებელი/მგზავრი ვალდებულია გადადებამდე ჩანიშნულ დროს გამოცხადდეს აეროპორტში.

 

7. ბილეთის გადაცვლისა და დაბრუნების პირობები

7.1. კონკრეტული რეისის ავიაბილეთის შეძენისას, კომპანია – შპს „მატარე.ჯი“, თავისი ვებ-გვერდის (https://matare.ge/) მეშვეობით, მომხმარებელს გადაამისამართებს შესაბამის მესამე პირის ვებ-გვერდზე (რაც შესაძლოა იყოს როგორც ავიაკომპანიის, ისე სხვა ავტორიზებული სერვისის მიმწოდებლის ვებსაიტი), სადაც მომხმარებელი დამოუკიდებლად ახორციელებს ყველა საჭირო პროცედურას ბილეთის შესაძენად
7.2. კომპანია მოქმედებს როგორც შუამავალი ავიაბილეთის შეძენის პროცესში და არ არის ავიაკომპანია/ავიაგადამზიდავი. შესაბამისად, კომპანიის ვებ-გვერდის (https://matare.ge/ ) მეშვეობით ან/და აღნიშნული ვებ-გვერდის გადამისამართებით, შეძენილი ბილეთის დაბრუნების, მისი გაცვლის, გაუქმების შესახებ ნებისმიერი განაცხადი/პრეტენზია განიხილება მომხარებელსა და ავიაგადამზიდავს (მის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან) შორის, მისი დადგენილი პოლიტიკის/წესების შესაბამისად.
7.3. კომპანია – შპს მატარე.ჯი, უფლებამოსილი არ არის იმოქმედოს ავიაკომპანიის სახელით ან მისი სახელით გადაწყვიტოს ბილეთთან დაკავშირებული დავები.
7.4. კომპანია – შპს მატარე.ჯი პასუხს არ აგებს, მომხმარებლის წინაშე, ავიაკომპანიის მიერ ბილეთის დაბრუნებაზე უარის თქმის, ფრენის გადადების, გაუქმების ან სხვა ტექნიკური მიზეზის გამო წარმოშობილ რაიმე სახის ზიანზე.
7.5. კომპანია – შპს მატარე.ჯი მომხმარებლის წინაშე პასუხს არ აგებს, ბილეთის გაცვლა/დაბრუნების ან გაუქმების გამო ავიკომპანიის ვებ-გვერდზე უკუკავშირის გაჭიანურების, ვებ-გვერდის ტექნიკურ ხარვეზზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7.6. კომპანია – შპს მატარე.ჯი მომხმარებლის წინაშე პასუხს არ აგებს, კონკრეტულ რეისზე ბილეთის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შესაბამისად ყოველგვარი საჩივარი წარედგინება თავად ავიაგადამზიდავ კომპანიას.

 

8. მხარეთა პასუხისმგებლობა

8.1. კომპანია – შპს მატარე.ჯი მომხმარებლის ან/და მესამე პირის მიმართ პასუხს არ აგებს:
8.1.1. მომხმარებლის გაუფრთხილებლობით დამდგარ ნებისმიერ (მათ შორის და არამხოლოდ, მატერიალურ) ზიანზე;
8.1.2. არასრულწლოვანი პირის საზღვრის გადაკვეთისას წარმოშობილ რაიმე სახის შეფერხებასა თუ პრობლემაზე (მათ შორის საზღვრის კვეთის დოკუმენტის არასწორად შევსების, თანმხლები სრულწლოვანი პირის არარსებობის ან მისი კანონთან შეუსაბამობის, ან არასრულწლოვნის მხრიდან დამოუკიდებლად გადაადგილების მცდელობის გამო და ა.შ.). აღნიშნულ საკითხზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენს ან მის მიერ განსაზღვრულ/დანიშნულ პასუხისმგებელ პირს.
8.1.3. მომხმარებლის მხრიდან ხელბარგისა და/ან რეგისტრირებული ბარგის წონისა და ზომის გადაჭარბებაზე. აღნიშნული წესების დარღვევაზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი/მგზავრი.
8.1.4. ავიაგადამზიდავის მხრიდან ხელბარგის ან/და რეგისტრირებული ბარგის დაკარგვაზე, მის დაზიანებაზე, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ავიაგადამზიდავ კომპანიას.
8.1.5. მომხმარებლის/მგზავრის მხრიდან ჩადენილი სამართალდაღვევის შედეგად (მათ შორის დეპორტაციის, ჯარიმის, ვალდებულების ვადაგადაცილების ან და ნებისმიერი სხვა სამართლებრივი წესის დარღვევის შედეგად) საზღვრის კვეთაზე უარის თქმის, მისი არდაშვების ან/და რაიმე საზღავრზე მისი რაიმე სახის შეფერხებისას, სხვა სამართალდარღვევ(ებ)ის დაჩენისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის საზღვრის ვერ გადაკვეთა,ყოველგვარი პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მომხარებელს/მგზავრს.
8.1.6. თუკი მგზავრის/მომხმარებლის მხრიდან საზღვრის კვეთისას აღმოჩნდება, რომ იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნას (ქვეყნის საჯარო პოლიტიკას, შიდა უსაფრთხოებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საერთაშორო უსაფრთხოების და ა.შ), ასეთ დროს პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მგზავრს/მომხმარებელს.
8.1.7. საზღვრის კვეთისას თუ მომხმარებელს/მგზავრს არ ექნება შესაბამისი, ვალიდური დოკუმენტაცია ან და საკმარისი თანხა ანგარიშზე, ან/და ვერ დაადასტურებს ქვეყანაში შესვლის მიზეზსს/საჭიროებას და აღნიშნული საფუძვლით საზღვრის ვერ გადაკვეთის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება
8.1.8. ყალბი, არასწორი ან/და შეუთავსებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, რასაც მოჰყვება მგზავრის შეფერხება ან საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მგზავრს.
8.1.9. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს/მომხმარებელს არ გააჩნია მოქმედი ვიზა, ცხოვრების უფლება ან შესაბამისი დოკუმენტი მიმღებ ქვეყანაში შესასვლელად, რაც საზღვრის ვერ გადაკვეთას გამოიწვევს, აღნიშნულზე პასუხისმგებლობას სრულად იხსნის კომპანია – შპს მატარე. ჯი.
8.1.10. ბარგის (მათ შორის ხელბარგის) დაკარგვა, დაზიანება ან დაგვიანებით ჩამოსვლა წარმოადგენს მხოლოდ ავიაკომპანიის/ავიაგადამზიდავის პასუხისმგებლობას, შესაბამისად მგზავრის/მომხმარებლის პრეტენზიააღიშნულ საკითხზე წარედგინება პირდაპირი წესით ავიაკომპანიას.
8.1.11. ავიარეისის გადადება, გაუქმება ან გაფრენის დროის ცვლილება წარმოადგენს ავიაკომპანიის ექსკლუზიურ კომპეტენციას, შესაბამისად მომხმარებლის/მგზავრის პრეტენზია ამ საკითხზე წარედგინება უშუალოდ ავიაკომპანიას.
8.1.12. მგზავრის/მომხმარებლის მიერ კომპანია – შპს მატარე.ჯი-სათვის მიწოდებული ნებისმიერი მონაცემის (მათ შორის: პირადი ინფორმაცია, საკონტაქტო მონაცემები, საბუთები და სხვა) სიზუსტეზე, სისწორესა და პასუხისმგებელია მხოლოდ თავად მგზავრი (მომხმარებელი). შპს „მატარე ჯი” პასუხს არ აგებს არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ რაიმე შეფერხებაზე ან უარყოფით შედეგზე.
8.1.13. კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მომხმარებლის მხრიდან წერილობითი შეტყობინების გაგზავნისას, უკუკავშირის, პასუხის დაგვიანებით დაბრუნებით, გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე კომპანია – შპს მატარე.ჯი პასუხისმგებელი არ არის.
8.1.14. ავიაგადამზიდის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, კომპანია – შპს მატარე.ჯი პასუხისმგებელი არ არის.
8.1.15. კომპანია – შპს მატარე.ჯი არ იძლევა გარანტიას ვებ-საიტის (www.matarae.ge) ან სხვა ციფრული სერვისების უწყვეტი, უხარვეზო ფუნქციონირების შესახებ. ტექნიკური შეფერხების, დროებითი მიუწვდომლობის ან სერვისის ნაწილობრივი არქონის შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მიღებულ შესაძლო ზიანზე.
8.1.16. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი/მომხმარებელი დაარღვევს ავიაკომპანიის მიერ დადგენილ ხელბარგის ან ბარგის წონის/ზომის ლიმიტს, ავიაკომპანიას უფლება აქვს წარუდგინოს მგზავრს დამატებითი საფასური ან ჯარიმა მათი შიდა რეგულაციებისა და ტარიფების შესაბამისად. შპს „მატარე.ჯი“ არ აგებს პასუხს მსგავსი ჯარიმების ან საფასურის დაწესებაზე და არ იღებს ვალდებულებას ავიაკომპანიის პირობების
კონტროლის შესახებ.

 

9. კონფიდენციალურობა

9.1. კომპანია – შპს მატარე.ჯი-ს მიერ ადმინისტრირებადი ვებ-საიტზე (www.matare.ge) ხელმისაწვდომია კონფიდენციალურობის პოლიტიკა, თანდართული ფაილის სახით.
9.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს იმ პრინციპებსა და მექანიზმებს, რომელთა მეშვეობით კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას, არასანქცირებული წვდომის პრევენციასა და მონაცემთა უსაფრთხო დამუშავებას.
9.3. მომხმარებელი, რომელიც სარგებლობსკომპანიის ვებ-გვერდით ( www.matare.ge), მათ შორის მესამე პირის მაგ.:, ავიაგადამზიდავის, მისი წარმომადგენლობის) ვებ-გვერდზე გადამისამართებისათვის, ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო მას და თანხმობას აცხადებს შპს „მატარე ჯი“-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.
9.4. მომხმარებელი თანხმდება, რომ ვებ-გვერდის გამოყენება ხდება აღნიშნული პოლიტიკის შესაბამისად და აცნობიერებს, რომ პოლიტიკის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი ზომები.
9.5. კომპანია- შპს მატარე.ჯი-ს ვებ-გვერდზე (www.matarae.ge) ან მისი მეშვეობით ბილეთის შეძენისას შპს „მატარე ჯი“ არ ითხოვს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს და არ ამუშავებს იდენტიფიცირებად ინფორმაციას (მათ შორის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ინფორმაცია და სხვ.).
9.6. ბილეთის შეძენის პროცესში, მომხმარებელი ავტომატურად გადამისამართდება იმ პლატფორმაზე, სადაც ხდება გადახდისა და მონაცემების შევსება. მომხმარებელი პირადად ავსებს შესაბამის ველებს მესამე მხარის პლატფორმაზე და შეყვანილი მონაცემების სისწორეზე, მათ შორის საკრედიტო ბარათის დეტალების სიზუსტეზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ის პიროვნება, რომელიც შევსებას ახორციელებს.
9.7. შპს „მატარე ჯი“თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს მომხმარებლის მიერ მესამე მხარის ვებ-გვერდზე შეტანილი მონაცემების გამოყენებით წარმოშობილ რაიმე სახის ტექნიკური, ფინანსური ან სამართლებრივი კუთხით.
9.8. კომპანიის ვებ-გვერდზე უსაფრთხოება დაცულია და და მონაცემები აღებულია ყველა ავიაკომპანიის ოფიციალური საიტიდან.
9.9. კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოს წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა.
9.10. მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად შეამოწმოს კომპანიის აპლიკაციაში განთავსებული კონფიდენციალობის პოლიტიკა.
9.11. მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი, უტყუარი და შეესაბამება რეალობას.
9.12. ინფორმაციის წარდგენა განხორციელდა მომხმარებლის ინიციატივით და მას გააჩნია კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლება და ნებართვა შესაბამისი მონაცემების გასაცემად.
9.13. პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის საქართველოს კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”.

 

10. ფორ-მაჟორი

10.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუკი ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული გარემოებების) გამო.
10.2. თუ ფორს-მაჟორული გარემოების არსებობა გაგრძელდა 1 (ერთი) თვეზე მეტ ხანს, მაშინ თითოეულ მხარეს წარმოეშვება უფლებამოსილება, შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

11. ხელშეკრულების ვადა და პირობები

11.1. წინამდებარე წესები და პირობები, მათ შორის ნებისმიერი ცვლილება ან დამატება, მოქმედებს მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენების განმავლობაში, აგრეთვე ვრცელდება იმ ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშვა ვებ-გვერდის გამოყენების შედეგად, მათ შორის ვებ-გვერდის გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც.
11.2. წინამდებარე წესებისა და პირობების მოქმედება შესაძლოა შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში;
ბ) წინამდებარე წესებით დადგენილი პირობების დადგომისას;
გ) მომხმარებლის ინიციატივით — ნებისმიერ დროს.
11.3. მომხმარებლის მხრიდან წინამდებარე დოკუმენტის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეწყვეტის მომენტისთვის მომხმარებელს არ გააჩნია კომპანია – შპს მატარე.ჯი-ს მიმართ რაიმე ვადამოსული შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება (დავალიანება).

 

12. დავათა გადაწყვეტის წესი

12.1. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც მხარეებს შორის წარმოიშვა ხელშეკრულებით ან მასთან დაკავშირებით, წყდება მოლაპარაკებების გზით.
12.2. მოლაპარაკების გზით დავის გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით გადაეცემა განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

 

13. გარდამავალი დებულებები

13.1. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან.
13.2. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მისი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა წინამდებარე ხელშეკრულებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
13.3. ხელშეკრულების დანართებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლების, პუნქტების და ქვეპუნქტების მოქმედება.
13.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება–მოვალეობა ვრცელდება მხარეთა უფლებამონაცვლეებზე/სამართალმემკვიდრეებზე.
13.5. ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13.6. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს  ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატები თანხმობის გარეშე. ზემოთ ხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და მომსახურების გამოყენების  გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.

 

ვებ-გვერდზე ასახული და მოწოდებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია წარმოადგენს MATARE.GE-ს საკუთრებას. მისი დუბლირება, დახარისხება , რედაქტირება და ა.შ. მკაცრად აკრაძალულია. ასევე აკრძალულია ინფორმაციის უნებართვოდ, სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება , გადასწორება , გავრცელება , გარეკლამება, ჩაკორექტირება ან პირადი მიზნებისთვის გამოყენება.

Matare.ge ლოგო – ავიაბილეთების ონლაინ პლატფორმა

 

პატივისცემით matare.ge-ს ადმინისტრაცია

ტელეფონი
Whatsapp
Viber
მესენჯერი
E-mail
კონფიდენციალურობის მიმოხილვა
Matare.ge მრგვალი ლოგო – ავიაბილეთების სერვისი

ეს ვებსაიტი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა შემოგთავაზოთ საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილება. ქუქი-ფაილების ინფორმაცია ინახება თქვენს ბრაუზერში და ასრულებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა თქვენი ამოცნობა ჩვენს ვებსაიტზე დაბრუნებისას და ჩვენი გუნდის დახმარება იმის გაგებაში, თუ ვებსაიტის რომელი სექციებია თქვენთვის ყველაზე საინტერესო და სასარგებლო.

გაითვალისწინეთ : კომპანიის პლათფორმაზე შესვლით და ვებ-საიტის გამოყენებით,მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, ამიტომ გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მას

გაითვალისწინეთ : მომხმარებელი ვებ-გვერდით სარგებლობის ფაქტით, ასევე გამოხატავს თანხმობას ჩვენს  წესებს და პირობებზე და მათ განუხრელად დაცვაზე.

 

მნიშვნელოვანი

მნიშვნელოვანია  ქუქი-ფაილი  იყოს ჩართული, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენი ქუქი-ფაილების პარამეტრების შენახვა.