MATARE.GE ტურისტული კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზეა და მომხმარებლებს ეხმარება შეიძინონ ავიაბილეთები ყველაზე იაფად და მიიღონ სრული ტურისტული მომსახურება.

კონტაქტი

img

7 ცოტნე დადიანის ქუჩა, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, A319 ოთახი

ამერიკის ბილეთები / ფრენები აშშ-ში

აშშ-ში მოგზაურობა ყველა ჩვენგანის ოცნებაა ალბათ, რომლის ასახდენადაც საჭიროა ტურისტული ვიზა ან გრინ ქარდის იგივე მწვანე ბარათის მოგება. 

როგორ მივიღოთ ამერიკის ტურისტული ვიზა?

ამერიკის ტურისტული ვიზა იგივე B-2 ვიზაა, რომელიც მსურველებს ამერიკაში დროებითი ვიზიტის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო მისი ხანგრძლივობა 10 წელია. აქვე, უნდა ითქვას, რომ ვიზის მიღება არ გულისხმობს აუცილებლად შტატებში შესვლას – საბოლოო გადაწყვეტილებას საბაჟო და საზღვრის დაცვის ოფიცრები იღებენ.

რისი გაკეთება შეგვიძლია ამერიკის ტურისტული ანუ B-2 ვიზით?

ტურისტული ანუ B-2 ვიზით შეგიძლიათ:

  • ეწვიოთ ოჯახს ან მეგობრებს
  • დაათვალიეროთ ქვეყანა
  • დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს
  • არაანაზღაურებად საქმიანობაში მიიღოთ მონაწილეობა
  • მიმართოთ სამედიცინო მკურნალობას

რატომ აირჩიოთ Matare.ge ამერიკა ავია ბილეთების-თვის ?

ჩვენ ვამარტივებთ თქვენს მოგზაურობას თბილისიდან ნიუ-იორკამდე, ლოს-ანჯელესამდე თუ სხვა ქალაქებამდე:

  • იაფი ფრენები აშშ-ს მიმართულებით: თბილისი-ნიუ-იორკის ფრენა 800 ლარიდან – 10-15%-ით იაფი, ვიდრე avia.ge-ზე.
  • ფართო არჩევანი: ვთანამშრომლობთ Turkish Airlines-თან, Delta Airlines-თან და United Airlines-თან.
  • მოქნილი მომსახურება: მზად ვართ, მოვარგოთ ჩვენი სერვისი თქვენს საჭიროებებს. თუ ონლაინ ყიდვა გიჭირთ, ჩვენ დაგეხმარებით.

რა ვნახოთ ამერიკაში 

ამერიკაში უამრავი საინტერესო ადგილია, რომლის ნახვაც თქვენთვის სრულიად განსხვავებული გამოცდილება იქნება – ნიუ-იორკის ქუჩები, თავისუფლების ეროვნული ძეგლი, Times Square, ჰარვარდის უნივერსიტეტი, მარკ ტვენის სახლ-მუზეუმი, მილენიუმის პარკი ჩიკაგოში, ეს იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სასურველია მოინახულოთ.  Შტატებში მოგზაურობა დაუვიწყარი თავგადასავალია, სადაც აუცილებლად შეიგრძნობთ განვითარების პროგრესსა და თავისუფლებას. 

იაფი ფრენები ამერიკის მიმართულებით

ბილეთების დაბალ ფასად შესაძებად , საჭიროა დროულად იყიდოთ ამერიკა ავიაბილეთები  რათა ფრენის მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად იზრდება ხოლმე ფასები. რეკომენდირებულია ფრენამდე 40-6- დღით ადრე ყიდვა ბილეთების.

რჩევები იაფი ბილეთებისთვის:

  • დაჯავშნეთ 2-3 თვით ადრე.
  • აირჩიეთ სამშაბათი ან ოთხშაბათი – ფასები 10%-ით დაბალია.
  • თვალი ადევნეთ ჩვენს სპეციალურ შეთავაზებებს.

რა უპირატესობა აქვს ოფისიდან და ონლაინ ავიაბილეთების შეძენას?

ოფისიდან ყიდვა

  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი თანამშრომლები გაგიწევენ რჩევებს ვიზაზე, ტრანსფერსა თუ სასტუმროებზე.
  • ნდობა: ყველაფერს ადგილზე განიხილავთ.

ონლაინ ყიდვა

  • სისწრაფე: დაჯავშნეთ 5 წუთში.
  • მოხერხებულობა: ხელმისაწვდომია 24/7, ნებისმიერი ადგილიდან.

Matare.ge გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ამერიკის ბილეთების შესაძენად. ჩვენი შეთავაზებული  ფრენები, მარტივი პლატფორმა და მზაობა, დაგეხმაროთ ნებისმიერ ეტაპზე, თქვენს მოგზაურობას უდარდელს გახდის. ეწვიეთ ჩვენს ოფისს ან დაჯავშნეთ ონლაინ – ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!

როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ამერიკაში

საქართველოდან შტატების  მიმართულებით რამდენიმე ტრანზიტული ვარიანტი გვაქვს, ყველაზე პოპულარული ფრენები კი სტამბოლის ან დოჰას გავლით, ნიუ-იორკშია. ასევე გვაქვს ვარშავის, ათენის, და მიუნხენის გადაჯდომების ვარიანტებიც, რაც დამოკიდებულია რომელი შტატში გვსურს გამგზავრება.

როგორ შევიძინოთ  თბილისი ამერიკა ავიაბილეთი იაფად?

სასურველი ავიაბილეთის საუკეთესო ფასად მოძიებაში MATARE.GE-ს გუნდი დაგეხმარებათ. ამისათვის დაგვიკავშირდით ტურისტული კომპანიის ნომერზე, WhatsApp-ში +995-558-12-14-18

მწვანე ბარათის აპლიკაციის შევსებაში MATARE.GE-ს გუნდი დაგეხმარებათ. ასევე ჩვენ დაგეხმარებით ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების შეძენაში.

MATARE.GE – თქვენი საიმედო პარტნიორი!

ტელეფონი
Whatsapp
Viber
მესენჯერი
E-mail
კონფიდენციალურობის მიმოხილვა
Matare.ge მრგვალი ლოგო – ავიაბილეთების სერვისი

ეს ვებსაიტი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა შემოგთავაზოთ საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილება. ქუქი-ფაილების ინფორმაცია ინახება თქვენს ბრაუზერში და ასრულებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა თქვენი ამოცნობა ჩვენს ვებსაიტზე დაბრუნებისას და ჩვენი გუნდის დახმარება იმის გაგებაში, თუ ვებსაიტის რომელი სექციებია თქვენთვის ყველაზე საინტერესო და სასარგებლო.

გაითვალისწინეთ : კომპანიის პლათფორმაზე შესვლით და ვებ-საიტის გამოყენებით,მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, ამიტომ გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მას

გაითვალისწინეთ : მომხმარებელი ვებ-გვერდით სარგებლობის ფაქტით, ასევე გამოხატავს თანხმობას ჩვენს  წესებს და პირობებზე და მათ განუხრელად დაცვაზე.

 

მნიშვნელოვანი

მნიშვნელოვანია  ქუქი-ფაილი  იყოს ჩართული, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენი ქუქი-ფაილების პარამეტრების შენახვა.