სამოგზაურო eSIM 

თანამედროვე მოგზაურობა წარმოუდგენელია სტაბილური ინტერნეტ-კავშირის გარეშე. უცხო ქალაქში ნავიგაცია, რესტორნებისა და ღირსშესანიშნაობების მოძიება, ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება — ყველა ეს აუცილებლობა გახდა მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი. განსაკუთრებით კი, როდესაც თქვენთვის უცნობ ადგილებში ხვდებით და  გჭირდებათ რუკის გამოყენება, საინტერესო ადგილებისა თუ კვების ობიექტების მოძიება, ან სხვა. 

იყო დრო, როდესაც მოგზაურობისას ინტერნეტის ერთადერთი საშუალება როუმინგი ან ადგილობრივი SIM ბარათის შეძენა იყო.

როუმინგი — მარტივი, თუმცა ძვირი გადაწყვეტა

როუმინგი გთავაზობთ მოხერხებულობას: შეინარჩუნებთ თქვენს ნომერს, მიიღებთ ზარებსა და შეტყობინებებს და ისარგებლებთ ინტერნეტით ყოველგვარი დამატებითი მოქმედების გარეშე. თუმცა, ეს სიმარტივე ხშირად მაღალ ტარიფებს ნიშნავს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მოგზაურობის ხარჯებს, ეს კი  ერთი პრობლემაარომელიც საკმაოდ ძვირია. 

ადგილობრივი SIM ბარათის შეძენა

ადგილობრივი SIM ბარათის შეძენა გარკვეულ პროცესებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა ოპერატორის ჯიხურის მოძებნა, რადგან აეროპორტში არსებულ ჯიხურებში ნომრის შეძენა საკმაოდ ძვირია. ასევე, გარკვეული საბუთების შევსება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ქვეყანაში აპირებთ ერთდროულად ვიზიტს, თითოეულისთვის მოგიწევთ შესაბამისი სიმ ბარათის შეძენა. 

დანიშნულების ადგილიგამგზავრებაბილეთების პოვნა
ლარნაკა1 ნოემბერი 2026ბილეთები 70 - დან
სალონიკი19 ოქტომბერი 2026ბილეთები 95 - დან
ათენი11 დეკემბერი 2026ბილეთები 95 - დან
ვენეცია1 დეკემბერი 2026ბილეთები 111 - დან
რომი16 დეკემბერი 2026ბილეთები 112 - დან
ბრიუსელი25 ივნისი 2026ბილეთები 118 - დან
პოზნანი2 ივლისი 2026ბილეთები 119 - დან
ჰამბურგი20 ივნისი 2026ბილეთები 119 - დან
ბრატისლავა24 ივნისი 2026ბილეთები 123 - დან
მილანი18 მარტი 2027ბილეთები 124 - დან

სამოგზაურო eSIM ანუ საუკეთესო გადაწყვეტა მოგზაურობის დროს 

eSIM წარმოადგენს ოპტიმალურ გადაწყვეტას: ფიზიკური ბარათის გარეშე, პირდაპირ თქვენი სმარტფონიდან, წუთებში. Airalo, MobiMatter ან სხვა სპეციალიზებული აპლიკაციის გადმოწერა საკმარისია — და კავშირი უზრუნველყოფილია გამგზავრებამდეც კი.

როგორი ტიპის eSIM პაკეტები არსებობს

აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი პაკეტი

🔹 ლოკალური eSIM — მოქმედებს კონკრეტულ ქვეყანაში. იდეალურია ერთ დანიშნულებაში მოგზაურობისთვის.

🔹 რეგიონული eSIM — მოიცავს კონტინენტის მასშტაბით რამდენიმე ქვეყანას. საუკეთესო არჩევანია ევროპული ტური-ს შემთხვევაში.

🔹 გლობალური eSIM — მოქმედებს მსოფლიოს პრაქტიკულად ნებისმიერ ქვეყანაში. რეკომენდებულია ხშირი და მრავალმხრივი მოგზაურობისთვის.

eSIM-ის შეძენამდე გაითვალისწინეთ: თქვენი მოწყობილობა უნდა იყოს eSIM-თავსებადი. ამის შემოწმება შესაძლებელია მოწყობილობის პარამეტრებში ან მწარმოებლის ვებგვერდზე.

💛შეიძინე  სამოგზაურო ე-სიმი matare.ge -ზე 💛

🔥 ეწვიე ჩვენს ოფისებს:
თბილისი – ცოტნე დადიანის N7, ა319 ოთახი
ახალციხე – დიდიმამიშვილის N2