
Airbnb — პირველი გამოცდილება და ყველაზე ხშირი შეკითხვები
ბოლო წლებში Airbnb ქართველი მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმად გადაიქცა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მოგზაურობის მიზანი მხოლოდ ქალაქის ნახვა აღარ არის და ადამიანები უფრო კომფორტულ, მოქნილ და „ადგილობრივ“ გამოცდილებას ეძებენ. ბევრისთვის Airbnb უკვე სასტუმროს ალტერნატივაც გახდა — განსაკუთრებით ოჯახური მოგზაურობის, გრძელვადიანი დარჩენის ან დაბალბიუჯეტიანი ტურის დროს.
თუმცა პირველი Airbnb ყოველთვის ბევრ კითხვას აჩენს. რამდენად უსაფრთხოა? რეალური ფოტოებია თუ არა? რატომ ემატება დამატებითი გადასახადები? და საბოლოოდ — მართლა იაფია თუ არა?
Airbnb-ზე ბინის დაჯავშნა
Airbnb ჩვეულებრივი სასტუმროსგან განსხვავებული მოდელით მუშაობს. აქ ძირითადად ბინებს, აპარტამენტებს ან კერძო ოთახებს არა კომპანია, არამედ კონკრეტული მასპინძლები აქირავებენ.
დაჯავშნის პროცესი ძირითადად ასე გამოიყურება:
| ეტაპი | რას აკეთებ |
|---|---|
| მიმართულების არჩევა | უთითებ ქალაქსა და თარიღებს |
| ფილტრების გამოყენება | არჩევ ბიუჯეტს, ლოკაციას და პირობებს |
| შეფასებების შემოწმება | კითხულობ წინა სტუმრების გამოცდილებას |
| მასპინძელთან კომუნიკაცია | საჭიროების შემთხვევაში აზუსტებ დეტალებს |
| დაჯავშნა | ადასტურებ ჯავშანს და იხდი თანხას |
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადამოწმო:
შეფასებება / რეალურ ფოტოები / Check-in პირობები / დამატებით გადასახადები / ლოკაცია / გაუქმების პოლიტიკა
ბევრი დამწყები მოგზაური მხოლოდ ფოტოების მიხედვით აკეთებს არჩევანს, რაც ხშირად პრობლემად იქცევა.
💛დაჯავშნე Airbnb matare.ge -ზე 💛
თბილისი – ცოტნე დადიანის N7, ა319 ოთახი
ახალციხე – დიდიმამიშვილის N2
რას უნდა მიაქციო ყურადღება დაჯავშნამდე
Airbnb-ზე ერთი და იგივე ქალაქშიც კი ფასსა და პირობებში ძალიან დიდი განსხვავება შეიძლება იყოს.
მასპინძლის შეფასება — მაღალი რეიტინგი და ბევრი კომენტარი სანდოობის მთავარი ინდიკატორია.
Superhost სტატუსი — გამოცდილ და სტაბილურ მასპინძელზე მიუთითებს.
ლოკაცია — დაბალი ფასი ხშირად ცენტრიდან შორ მდებარეობას ნიშნავს.
Check-in დრო — ზოგი ბინა ღამის შესვლას საერთოდ არ უშვებს.
Wi-Fi — განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისტანციური მუშაობის დროს.
სამზარეულო — გრძელვადიანი დარჩენისას ბიუჯეტის კონტროლში გეხმარება.
დამატებითი გადასახადები — Cleaning fee და service fee საბოლოო ფასს მნიშვნელოვნად ზრდის.
ევროპის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა პარიზი, ამსტერდამი და ბარსელონა, დამატებითი გადასახადები .ზოგჯერ ბინის ფასის თითქმის ნახევარსაც აღწევს.
თუ ბილეთის ყიდვა გიჭირს, დაგეხმარებით ჩვენ – დაგირეკე ან ესტუმრე ჩვენს ოფისს და ყველაფერს მოვაგვარებთ შენს ნაცვლად!+995558121418
Airbnb თუ სასტუმრო — მთავარი განსხვავებები
Airbnb და სასტუმრო სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის. არჩევანი დამოკიდებულია მოგზაურობის ტიპზე, ბიუჯეტზე და იმაზე, რას ელოდები საცხოვრებლისგან.
| ფაქტორი | Airbnb | სასტუმრო |
|---|---|---|
| სივრცე | ხშირად უფრო დიდი | შედარებით სტანდარტული |
| სამზარეულო | ხშირ შემთხვევაში აქვს | იშვიათად |
| მომსახურება | მინიმალური | სრული სერვისი |
| კონფიდენციალურობა | მაღალი | დამოკიდებულია სასტუმროზე |
| უსაფრთხოება | ინდივიდუალური | სტანდარტიზებული |
| ფასი | მოქნილი | სეზონზე იზრდება |
ოჯახებისთვის Airbnb ხშირად უფრო პრაქტიკულია, რადგან მეტი სივრცე და სამზარეულო აქვს. ხოლო მოკლე მოგზაურობებზე ბევრი ადამიანი ისევ სასტუმროს ირჩევს, რადგან მიღება, დასუფთავება და სტაბილური მომსახურება ურჩევნია.
უსაფრთხოება Airbnb-ში : როგორ შევარჩიოთ სანდო მასპინძელი
Airbnb-ის მთავარი გამოწვევა სწორედ უსაფრთხოებაა, რადგან სასტუმროსგან განსხვავებით ყველა ობიექტი ინდივიდუალურ მფლობელზეა დამოკიდებული.
სწორად შერჩევისთვის ყურადღება მიაქციე:
- ბოლო შეფასებებს — განსაკუთრებით ბოლო 6 თვის კომენტარებს.
- რეალურ ფოტოებს — არა მხოლოდ პროფესიონალურად დამუშავებულ სურათებს.
- მასპინძლის აქტიურობას — რამდენად სწრაფად პასუხობს შეტყობინებებს.
- იდენტიფიკაციას — აქვს თუ არა დადასტურებული პროფილი.
- უბნის უსაფრთხოებას — განსაკუთრებით ღამის საათებში.
თუ მარტო მოგზაურობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაამოწმო ტრანსპორტთან კავშირი და უბნის უსაფრთხოება.
დამატებითი გადასახადები Airbnb-ზე
ბევრი მომხმარებელი მხოლოდ ძირითად ფასს უყურებს, თუმცა საბოლოო თანხა ხშირად ბევრად მაღალი გამოდის.
Cleaning fee — დასუფთავების საფასური, რომელიც ზოგჯერ ძალიან მაღალია.
Service fee — პლატფორმის მომსახურების გადასახადი.
City tax — ტურისტული გადასახადი კონკრეტულ ქალაქებში.
Late check-in fee — ღამის საათებში შესვლის დამატებითი საფასური.
განსაკუთრებით ევროპაში, პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში, ეს სხვაობა ძალიან შესამჩნევია.
სწორედ ამიტომ, Airbnb ზოგჯერ მხოლოდ პირველ შეხედვაზე ჩანს იაფი.

ლოკაცია, Check-in და კომუნიკაცია მასპინძელთან
Airbnb-ის გამოცდილებას ხშირად სწორედ კომუნიკაცია განსაზღვრავს.
სანამ დაჯავშნი, გადაამოწმე:
რამდენად ახლოსაა ტრანსპორტთან / როგორ მუშაობს Check-in
შესაძლებელია თუ არა ღამის შესვლა / ვინ დაგხვდება ადგილზე
რამდენად სწრაფად პასუხობს მასპინძელი
განსაკუთრებით თუ იყენებ ისეთ ავიაკომპანიებს, როგორიცაა Wizz Air, Ryanair ან Pegasus Airlines, რეისები ხშირად გვიან ღამით სრულდება და ეს დეტალები ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.
Airbnb-ზე ყველაზე ხშირი შეცდომები დამწყები მოგზაურებისთვის
- მხოლოდ დაბალი ფასის არჩევა
- უბნის შეუმოწმებლობა
- შეფასებების არწაკითხვა
- დამატებითი გადასახადების იგნორირება
- Check-in პირობების არგადამოწმება
- მასპინძელთან კომუნიკაციის გარეშე დაჯავშნა
ასევე ხშირია შემთხვევა, როცა მოგზაურები არ ითვალისწინებენ ავიაკომპანიის პირობებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაამოწმო:
- გჭირდება თუ არა ბარგიანი ბილეთი
- რამდენ ხელბარგს მოიცავს ტარიფი
- როგორ მუშაობს ბარგში აკრძალული ნივთების სია
რადგან დაბალბიუჯეტიან მოგზაურობაში სწორედ ასეთი დეტალები ქმნის საბოლოო ხარჯს.
ხშირად დასმული კითხვები
გჭირდება დახმარება ბილეთის დაჯავშნაში?
დაგვეკონტაქტე ახლავე – ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან ყველაზე ხელსაყრელი ავიაბილეთის მოძიებაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით, გვეწვიე ოფისში ან შეიძინე იაფი ავიაბილეთები:
ტელეფონი : +995 558 12 14 18






