MATARE.GE ტურისტული კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზეა და მომხმარებლებს ეხმარება შეიძინონ ავიაბილეთები ყველაზე იაფად და მიიღონ სრული ტურისტული მომსახურება.

კონტაქტი

img

7 ცოტნე დადიანის ქუჩა, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, A319 ოთახი

სამოგზაურო eSIM ანუ დარჩი ხაზზე მოგზაურობისას!

ჩვენს რეალობაში ინტერნეტის გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია, განსაკუთრებით კი მოგზაურობის დროს, როდესაც თქვენთვის უცნობ ადგილებში ხვდებით. 

გჭირდებათ რუკის გამოყენება, საინტერესო ადგილებისა თუ კვების ობიექტების მოძიება, ან საერთოდაც მოგზაურობისას გადაღებული ფოტო და ვიდეო კონტენტის გაზიარება. 

იყო დრო, როდესაც მოგზაურობისას ინტერნეტის ერთადერთი საშუალება როუმინგი ან ადგილობრივი SIM ბარათის შეძენა იყო.

როუმინგი ანუ დარჩი კავშირზე, სადაც არ უნდა იყო 

როუმინგის ჩართვის შემდეგ, არამხოლოდ ინტერნეტით შეძლებთ სარგებლობას, არამედ შეტყობინებებს და ზარებსაც მიიღებთ, თუმცა ერთი პრობლემაა – ეს სერვისი საკმაოდ ძვირია. 

ადგილობრივი SIM ბარათის შეძენა

ადგილობრივი SIM ბარათის შეძენა გარკვეულ პროცესებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა ოპერატორის ჯიხურის მოძებნა, რადგან აეროპორტში არსებულ ჯიხურებში ნომრის შეძენა საკმაოდ ძვირია. ასევე, გარკვეული საბუთების შევსება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ქვეყანაში აპირებთ ერთდროულად ვიზიტს, თითოეულისთვის მოგიწევთ შესაბამისი სიმ ბარათის შეძენა. 

დანიშნულების ადგილიგამგზავრებაბილეთების პოვნა
მილანი1 აპრილი 2026ბილეთები 59 - დან
სალონიკი27 მარტი 2026ბილეთები 65 - დან
ლარნაკა4 აპრილი 2026ბილეთები 66 - დან
ვენეცია31 მარტი 2026ბილეთები 68 - დან
მემინგენი15 იანვარი 2026ბილეთები 74 - დან
პოზნანი3 თებერვალი 2026ბილეთები 77 - დან
ათენი23 მარტი 2026ბილეთები 80 - დან
ფრანკფურტი27 თებერვალი 2026ბილეთები 81 - დან
დორტმუნდი24 მარტი 2026ბილეთები 81 - დან
ბრატისლავა19 იანვარი 2026ბილეთები 87 - დან

სამოგზაურო eSIM ანუ საუკეთესო გადაწყვეტა მოგზაურობის დროს 

eSIM-ის ყიდვა პირდაპირ ტელეფონიდანვე შეგიძლიათ, საჭიროა გადმოწეროთ Airalo, MobiMatter ან სხვა მსგავსი აპლიკაცია, რისთვისაც სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.

Რა უნდა გაითვალისწინოთ eSIM-ის შეძენისას

Სანამ ელექტრონული სიმბარათის შეძენას გადაწყვეტთ აუცილებლად გადაამოწმეთ აქვს თუ არა თქვენს ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა.

როგორი ტიპის eSIM პაკეტები არსებობს

  1. ლოკალური სიმი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანაში და მის გამოყენებას მხოლოდ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შეძლებთ. 
  2. რეგიონული სიმი, რომელიც მოქმედებს არა კონკრეტული ქვეყნის, არამედ კონტინენტის მასშტაბით. იმ შემთხვევაში თუ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აპირებთ მოგზაურობას, ცალსახად რეგიონული eSIM-ის შეძენა სჯობს.
  3. გლობალური სიმი, რომელიც ყველა ქვეყანაში მოქმედებს და რეკომენდებულია მათთვის, ვინც მუდმივად სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს.

💛შეიძინე  სამოგზაურო ე სიმი matare.ge -ზე 💛

🔥 ეწვიე ჩვენს ოფისებს:
თბილისი – ცოტნე დადიანის N7, ა319 ოთახი
ახალციხე – დიდიმამიშვილის N2
ტელეფონი
Whatsapp
Viber
მესენჯერი
E-mail
კონფიდენციალურობის მიმოხილვა
Matare.ge მრგვალი ლოგო – ავიაბილეთების სერვისი

ეს ვებსაიტი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა შემოგთავაზოთ საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილება. ქუქი-ფაილების ინფორმაცია ინახება თქვენს ბრაუზერში და ასრულებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა თქვენი ამოცნობა ჩვენს ვებსაიტზე დაბრუნებისას და ჩვენი გუნდის დახმარება იმის გაგებაში, თუ ვებსაიტის რომელი სექციებია თქვენთვის ყველაზე საინტერესო და სასარგებლო.

გაითვალისწინეთ : კომპანიის პლათფორმაზე შესვლით და ვებ-საიტის გამოყენებით,მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, ამიტომ გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მას

გაითვალისწინეთ : მომხმარებელი ვებ-გვერდით სარგებლობის ფაქტით, ასევე გამოხატავს თანხმობას ჩვენს  წესებს და პირობებზე და მათ განუხრელად დაცვაზე.

 

მნიშვნელოვანი

მნიშვნელოვანია  ქუქი-ფაილი  იყოს ჩართული, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენი ქუქი-ფაილების პარამეტრების შენახვა.