MATARE.GE ტურისტული კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზეა და მომხმარებლებს ეხმარება შეიძინონ ავიაბილეთები ყველაზე იაფად და მიიღონ სრული ტურისტული მომსახურება.

კონტაქტი

img

7 ცოტნე დადიანის ქუჩა, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, A319 ოთახი

გაუქმებული ფრენის კომპენსაცია 

Მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება სრული სიზუსტით დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა, შეიძლება ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები მოხდეს, როგორიცაა ფრენის გადადება, დაგვიანება ან გაუქმება.

Ფრენის რაიმე მიზეზით გადადება თითოეულ მგზავრს არამხოლოდ ფინანსურ, მორალურ ზიანსაც აყენებს, შესაბამისად ამ ყველაფრის დასაბალანსებლად საჭიროა კომპენსაციის მიღება . 

Matare.ge გთავაზობთ ფრენის კომპენსაციის მიღების სწრაფ და მარტივ გზას, თუ თქვენი რეისი გაუქმდა, გადაიდო ან დაგვიანდა. 2023 წელს, ევროკავშირში 3 საათზე მეტი დაგვიანებით ჩაფრენილი ფრენების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა (European Transport Statistics), ხოლო საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენების 15% შეფერხდა (Matare.ge-ს შიდა მონაცემების სტატისტიკა). ჩვენ დაგეხმარებით მიიღოთ 600 ევრომდე კომპენსაცია, განსხვავებით კონკურენტებისგან, რომლებიც ხშირად რთულ პროცესებს გთავაზობენ.

Რამდენია ფრენის კომპენსაცია 

ფრენის კომპენსაცია დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე, დანიშულებაზე, მანძილზე და კიდევ სხვა დეტალებზე, რაც საშუალოდ 250 ევროდან 600 ევრომდე მერყეობს. 

  • 1500 კილომეტრამდე – 250 EURO
  • 1500-3500 კილომეტრამდე – 400 EURO
  • 3500-ზე მეტ კილომეტრზე – 600 EURO

ფრენები ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით

რა შემთხვევაში გეკუთვნით ანაზრაურება? 

ჩვენ დაგეხმარებით ყველა სიტუაციაში, რომელიც ექვემდებარება EU 261/2004 რეგულაციას.

დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია

თუ თქვენი ფრენა 3 საათზე მეტით დაგვიანდა, შეგიძლიათ მოითხოვოთ 250-600 ევრო, მაგალითად, თბილისი-პარიზის მარშრუტზე – 400 ევრო.

გაუქმებული ფრენის კომპენსაცია

თუ გაუქმების შესახებ არ გაგაფრთხილეს 14 დღით ადრე, Matare.ge უზრუნველყოფს თქვენი უფლებების დაცვას

  • Როდესაც თქვენი რეისი მინიმუმ 3 საათით ან მეტით აგვიანებს.
  • Როდესაც თქვენი რეისი გაუქმდა.
  • Როდესაც უარი გითხრეს თვითმფრინავში ჩასხდომაზე ბორტზე არასაკმარისი ადგილების გამო – ანუ როდესაც ავიაკომპანიამ იმაზე მეტი ბილეთი გაყიდა, ვიდრე რეალურად ადგილები ჰქონდა. 

Როგორ უნდა მოვითხოვოთ ფრენის ანაზღაურება ?

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ კონკრეტული შემთხვევიდან არ უნდა იყოს გასული 3 წელზე მეტი და ცალსახა უნდა იყოს ავიაკომპანიის ბრალეულობა.  Შეგიძლიათ შეავსოთ იმ ავიაკომპანიის საიტზე, რომლის ფრენაც გადაიდო, დაგვიანდა ან გაუქმდა ან გამოიყენოთ შუამავალი პლატფორმები. 

დამატებითი ინფორმაციისთვის და ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

ტელეფონი : +995558121418

MATARE.GE – თქვენი საიმედო პარტნიორი!

ტელეფონი
Whatsapp
Viber
მესენჯერი
E-mail