სასტუმროს დაჯავშნა – სასტუმროს ჯავშანი
Matare.ge გთავაზობთ სასტუმროს დაჯავშნის მარტივ და ხელმისაწვდომ სერვისს, რომელიც აუცილებელია თქვენი მოგზაურობისთვის. იქნება ეს საქმიანი ვიზიტი თუ დასვენება, ჩვენი პლატფორმა უზრუნველყოფს, რომ იპოვოთ იდეალური სასტუმრო საუკეთესო ფასად.
რატომ არის მნიშვნელოვანი სასტუმროს ჯავშანი?
სასტუმროს დაჯავშნა არა მხოლოდ თქვენი კომფორტისთვისაა საჭირო, არამედ აუცილებელი პირობაა საზღვრის გადაკვეთისა და ვიზის მიღებისთვის. ამიტომ სასტუმროს ჯავშანი მნიშვნელოვანი დოკუმენტია საზღვრის უსაფრთხოდ კვეთისთვის.
საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელი პირობა
ევროკავშირის ქვეყნებში შესვლისას, უვიზო რეჟიმის მქონე მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მოეთხოვებათ სასტუმროს ჯავშნის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. ევროკომისიის მითითებების თანახმად, საზღვრის გადაკვეთისას, მგზავრებმა უნდა დაადასტურონ თავიანთი ყოფნის მიზანი და პირობები, რაც მოიცავს საცხოვრებელ ადგილს.
ვიზის მიღების პროცესში
ვიზის მისაღებად, განსაკუთრებით შენგენის ზონაში, აუცილებელია სასტუმროს დაჯავშნის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. მაგალითად, გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე მითითებულია, რომ ვიზის აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ სასტუმროს ჯავშნის დადასტურება.
Matare.ge-ს უპირატესობები
Matare.ge გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას სხვა სასტუმროს დაჯავშნის პლატფორმებთან შედარებით.
ფართო არჩევანი და საუკეთესო ფასები
ჩვენი პლატფორმა მოიცავს 150,000-ზე მეტ სასტუმროს მთელ მსოფლიოში, რაც გაძლევთ შესაძლებლობას აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი ვარიანტი. გარდა ამისა, Matare.ge-ზე ფასები საშუალოდ 30%-ით დაბალია, ვიდრე ისეთ ცნობილ პლატფორმებზე, როგორიცაა Booking.com ან Expedia.
Რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ სასტუმროს დაჯავშვნისას
ყველაზე გავრცელებული პრობლემა საცხოვრებელი სივრცის დაჯავშნისას ფოტოებთან შეუსაბამობაა. Მაგალითისთვის, ფოტოებში ხედავთ მოწესრიგებულ, სუფთა და ლამაზ გარემოს, ადგილზე კი სრულიად სხვა რეალობა გხვდებათ. ასევე, Შესაძლებელია არ დაგხვდეთ ისეთი ხედი, რომლის გამოც სწორედ ის კონკრეტული სასტუმრო თუ ჰოსტელი აირჩიეთ ან ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით იყოს.
რა უნდა გაითვალისწინოთ სასტუმროს დაჯავშნისას
Პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გაარკვიოთ ეს კონკრეტული ობიექტი ქალაქის ცენტრიდან რამდენად მოშორებით მდებარეობს, მოძრაობს თუ არა ახლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეპუტაცია ამ ქალაქში და რამდენად რეკომენდირებულია სასტუმროს დაჯავშნა ქალქაის ცენტრიდან მოშორებით. Შემდეგი და მნიშვნელოვანი შეფასებების წაკითხვაა, შეიძლება სასტუმრო არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს ფოტოებში, მაგრამ ადგილზე სხვა რეალობა იყოს, რადგან ფოტოები ძველია, დამუშავებულია ან კიდევ სხვა მიზეზით. Შეფასებების წაკითხვა მოგცემთ რეალურ, ხელჩასაჭიდ ინფორმაციას.
Მნიშვნელოვანია ასევე ყურადღებით გაეცნოთ ჯავშნის პირობებს, ხომ არ არის აუცილებელი წინასწარი დეპოზიტის განთავსება, რაიმე აკრძალვა ან ისეთი დეტალი რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.
Სასტუმრო, ჰოსტელი, აპარტამენტი და კიდევ სხვა მრავალფეროვანი არჩევანი – როგორ ავირჩიო ყველაზე კარგი ვარიანტი?
არჩევანი, რა თქმა უნდა, მთლიანად თქვენზე, თქვენს გემოვნებაზე და ბიუჯეტზე არის დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანია რეალური მოლოდინების შექმნა. Პირობითად, თუ თქვენ ჰოსტელშო რჩებით, დაზოგავთ ბიუჯეტს, მაგრამ მოგიწევთ ოთახის გაზიარება 5 ან შეიძლება 10 ადამიანთან ერთადაც. ან თუ თქვენ საოჯახო სასტუმროში რჩებით, ოთახში მარტო იქნებით, ჰოსტელთან შედარებით უფრო ძვირი იქნება ეს, მაგრამ შეიძლება სააბაზანოს გაზიარება მოგიწიოთ სხვა სტუმრებთან ერთად.
ასევე, გაქვთ შესაძლებლობა დარჩეთ აპარტამენტში, რომელიც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობის დროს საუკეთესო ვარიანტია. აპატამენტებში უფრო მეტი სივრცეა და შეგიძლიათ მოიმზადოთ სასურველი საკვები.
იმ შემთხვევაში კი თუ დილის საუზმისა და შვედური მაგიდის მოყვარულები ხართ, შეგიძლიათ აირჩიოთ სასტუმრო. უფრო ეგზოტიკურიმოგზაურობებისთვის შესაძლებელია ვილებისა და გემპლინგების დაჯავშნა.
როგორ მუშაობს სერვისი
Matare.ge-ზე სასტუმროს დაჯავშნა ძალიან მარტივია. თქვენ მხოლოდ უნდა მიჰყვეთ ამ ნაბიჯებს:
- აირჩიეთ თქვენი დანიშნულების ადგილი და მოგზაურობის თარიღები.
- დაათვალიერეთ ხელმისაწვდომი სასტუმროების სია და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი.
- შეავსეთ საჭირო ინფორმაცია და გადაიხადეთ უსაფრთხოდ ჩვენი პლატფორმის მეშვეობით.
- მიიღეთ ჯავშნის დამადასტურებელი საბუთი ელ.ფოსტაზე, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ საზღვრის გადაკვეთისას ან ვიზის აპლიკაციისთვის.
ან დაგვირეკეთ და ჩენი ოპერატორები დაგეხმარებიან სასურველი სასტუმროს დაჯავშნაში.
ბიუჯეტური სასტუმროები რომში
სასტუმრო ვარსკვლავები ფასდაკლება ფასი ფასდაკლებამდე შეარჩიეთ თარიღები Via del Corso Charme Apartment -10% 719 644 სასტუმროს ნახვა Pascià Room & Breakfast ★★★ -8% 328 303 სასტუმროს ნახვა Sixtythree guesthouse ★★★ -17% 545 454 სასტუმროს ნახვა Hotel Concorde ★★ -7% 347 324 სასტუმროს ნახვა Residenza Gens Julia ★★★ -17% 933 774 სასტუმროს ნახვა
პოპულარული მიმართულებები
Matare.ge გთავაზობთ სასტუმროებს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მიმართულებებში.
ევროპა
- პარიზი, საფრანგეთი: 10,000+ სასტუმრო, 80 ევროდან.
- რომი, იტალია: 8,000+ სასტუმრო, 70 ევროდან.
აზია
- ტოკიო, იაპონია: 5,000+ სასტუმრო, 100 ევროდან.
- ბანგკოკი, ტაილანდი: 7,000+ სასტუმრო, 50 ევროდან.
ამერიკა
- ნიუ-იორკი, აშშ: 6,000+ სასტუმრო, 120 ევროდან.
- ლოს-ანჯელესი, აშშ: 4,000+ სასტუმრო, 100 ევროდან.
დაგვიკავშირდით
თუ გაქვთ შეკითხვები ან გჭირდებათ დახმარება სასტუმროს დაჯავშნაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო ინფორმაცია
- ტელეფონი: +995-558-12-14-18
- ელ.ფოსტა: info@matare.ge
- მისამართი: თბილისი, საქართველო