დაკარგული ან დაზიანებული ბარგი — როგორ მოითხოვო კომპენსაცია სწორად

ბარგი დაიკარგა ან დაზიანდა?

ბარგის დაკარგვა ან დაზიანება არ არის იშვიათი შემთხვევა, მაგრამ პრობლემა იწყება მაშინ, როცა არ იცი როგორ იმოქმედო სწორად. რეალურად, კომპენსაციის მიღება დამოკიდებულია არა შემთხვევაზე, არამედ შენს ნაბიჯებზე — რამდენად სწრაფად რეაგირებ და რამდენად სწორად მართავ პროცესს.

ამიტომ ეს თემა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფრენის დაგეგმვა. როცა წინასწარ აკვირდები ფასების ლოგიკას და იაზრებ, როგორ მუშაობს იაფი ბილეთების შერჩევა, ბევრად ნაკლებად ხარ დამოკიდებული შემთხვევითობაზე და უკეთ აკონტროლებ მთლიან პროცესს.

დაგვიანებული, დაკარგული თუ დაზიანებული — როგორ განსაზღვრავს ავიაკომპანია ბარგის სტატუსს

ბარგის პრობლემა ერთი ტიპის არ არის და სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი გაუგებრობა — მგზავრები ხშირად ვერ ასხვავებენ რა ტიპის შემთხვევასთან აქვთ საქმე. თითოეულ სცენარს განსხვავებული რეაგირება და პროცედურა აქვს, რაც პირდაპირ მოქმედებს იმაზე, მიიღებ თუ არა კომპენსაციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დაფრინავ სხვადასხვა ტიპის ავიაკომპანიებით — მაგალითად, Ryanair ან Wizz Air უფრო მკაცრი წესებით მუშაობენ, მაშინ როცა Turkish Airlines ან Lufthansa უფრო მოქნილ პროცესს გვთავაზობენ.

  • დაგვიანებული ბარგი
    ეს არის შემთხვევა, როცა ბარგი არ ჩამოდის შენთან ერთად, მაგრამ მოგვიანებით მოგეწოდება. ხშირია ტრანზიტულ რეისებზე, მაგალითად Turkish Airlines-ის ან Pegasus Airlinesის ფრენებზე, სადაც ბარგი შეიძლება სხვა რეისზე გადაიტანონ. ასეთ დროს შეგიძლია მოითხოვო აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება.
  • დაკარგული ბარგი
    თუ ბარგი ვერ მოიძებნა გარკვეული ვადის შემდეგ, ის ოფიციალურად ითვლება დაკარგულად. ეს შედარებით იშვიათია, მაგრამ ხდება განსაკუთრებით დატვირთულ სეზონზე ან მრავალსეგმენტიან მარშრუტებზე, ამ ეტაპზე უკვე იწყება კომპენსაციის სრული პროცესი.
  • დაზიანებული ბარგი
    მოიცავს როგორც გარეგნულ დაზიანებას, ისე შიგთავსის დაკარგვას. ხშირად ხდება დაბალბიუჯეტიან რეისებზე, როგორიცაა Wizz Air, სადაც ბარგის დამუშავება უფრო სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პრობლემის დაფიქსირება ადგილზე, რადგან მოგვიანებით დამტკიცება მნიშვნელოვნად რთულდება.

💛დაჯავშნე იაფი ავიაბილეთები  matare.ge -ზე 💛

🔥 ეწვიე ჩვენს ოფისებს:
თბილისი – ცოტნე დადიანის N7, ა319 ოთახი
ახალციხე – დიდიმამიშვილის N2

პირველი ნაბიჯი აეროპორტში — PIR ფორმა (ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი)

თუ ბარგი არ ჩანს ან დაზიანებულია — აეროპორტიდან გასვლამდე უნდა იმოქმედო.

მიდიხარ Lost & Found დესკთან, სადაც ხდება პრობლემის ოფიციალური დაფიქსირება და იწყება პროცესის პირველი ეტაპი. სწორედ აქ ივსება PIR ფორმა, რომელიც არის მთელი კომპენსაციის საფუძველი.

რას ავსებ
ფორმაში მიუთითებ ბარგის დეტალებს — ფერი, ზომა, ბრენდი, შიგთავსის ზოგადი აღწერა და ფრენის ინფორმაცია. რაც უფრო ზუსტია აღწერა, მით მარტივია ბარგის იდენტიფიკაცია და პროცესის დაჩქარება.

რას იღებ
შევსების შემდეგ გაძლევენ PIR კოდს (reference number), რომლის საშუალებითაც აკონტროლებ ბარგის ძებნის პროცესს ონლაინ. ეს კოდი არის შენი მთავარი ინსტრუმენტი კომუნიკაციისთვის ავიაკომპანიასთან.

რა შეცდომებია ყველაზე ხშირი
მგზავრები ხშირად ტოვებენ აეროპორტს ფორმის შევსების გარეშე ან ავსებენ არასრულად, რაც შემდგომში ართულებს ან საერთოდ შეუძლებელს ხდის კომპენსაციის მიღებას. ასევე ხშირია შემთხვევა, როცა არ ინახავენ PIR კოდს, რის გამოც ვერ აკონტროლებენ პროცესს.

👉 რეალური წესი: PIR ფორმის გარეშე კომპენსაციის პროცესი პრაქტიკულად არ იწყება

როგორ უნდა გააგზავნო მოთხოვნა ავიაკომპანიასთან

PIR-ის შემდეგ იწყება რეალური პროცესი — ოფიციალური claim.

უნდა გააკეთო:

  • წერილობითი მოთხოვნა (email / ფორმა)
  • დეტალური აღწერა
  • დოკუმენტების მიბმა

ვადები (კრიტიკული):

  • დაზიანება — რამდენიმე დღე
  • დაკარგვა — რამდენიმე კვირა

ვადის დარღვევა = უარი

დოკუმენტები : რა უნდა გქონდეს აუცილებლად

კომპენსაციის მიღება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად გაქვს დოკუმენტები მომზადებული. აქ ნებისმიერი გამოტოვება ნიშნავს ნაკლებ ანაზღაურებას ან სრულ უარს.

ბილეთი — ადასტურებს შენს ფრენას და არის ძირითადი დოკუმენტი, რომლის გარეშე მოთხოვნა არ განიხილება
Boarding Pass — ამტკიცებს, რომ რეალურად იმგზავრე და ბარგიც ჩააბარე შესაბამის რეისზე
ბარგის ტეგი — ყველაზე კრიტიკული ელემენტია, რადგან სწორედ ეს კოდი უკავშირებს ბარგს შენს ფრენასთან
PIR ფორმა — ოფიციალური დაფიქსირება პრობლემის, რომელიც აეროპორტში უნდა შეავსო; მის გარეშე პროცესი პრაქტიკულად არ იწყება
ქვითრები — თუ ბარგის დაგვიანების გამო რამე შეიძინე, ეს არის ერთადერთი გზა დაამტკიცო ხარჯები და მიიღო ანაზღაურება
ბარგის ფოტო — არ არის სავალდებულო, მაგრამ მნიშვნელოვნად ამარტივებს დაზიანების დამტკიცებას

ქვითრების გარეშე თანხა თითქმის ყოველთვის მცირდება, რადგან ავიაკომპანია ვერ აფასებს რეალურ ზარალს. სწორედ ამიტომ ბევრს ურჩევნია წინასწარ დაიცვას თავი და გამოიყენოს სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც ასეთ რისკებს ნაწილობრივ ფარავს.

ფრენის ფასები ერთი თვის განმავლობაში ქუთაისი დან ბრიუსელი მიმართულებით, ერთი გზა

28 მაისი 2026პირდაპირიბილეთები 219 -დან
22 მაისი 20261 Გაჩერებაბილეთები 255 -დან
23 მაისი 20261 Გაჩერებაბილეთები 258 -დან
24 მაისი 2026პირდაპირიბილეთები 264 -დან
30 მაისი 20261 Გაჩერებაბილეთები 274 -დან
31 მაისი 2026პირდაპირიბილეთები 282 -დან
27 მაისი 20261 Გაჩერებაბილეთები 286 -დან
21 მაისი 2026პირდაპირიბილეთები 309 -დან
25 მაისი 20262 Გაჩერებაბილეთები 314 -დან
20 მაისი 2026პირდაპირიბილეთები 427 -დან
19 მაისი 20262 Გაჩერებაბილეთები 545 -დან
11 ივნისი 2026პირდაპირიბილეთები 132 -დან
4 ივნისი 2026პირდაპირიბილეთები 138 -დან
7 ივნისი 2026პირდაპირიბილეთები 177 -დან
13 ივნისი 2026პირდაპირიბილეთები 185 -დან
25 ივნისი 2026პირდაპირიბილეთები 200 -დან
23 ივნისი 20261 Გაჩერებაბილეთები 235 -დან
14 ივნისი 2026პირდაპირიბილეთები 240 -დან
22 ივნისი 20261 Გაჩერებაბილეთები 243 -დან
16 ივნისი 20261 Გაჩერებაბილეთები 243 -დან
20 ივნისი 20261 Გაჩერებაბილეთები 251 -დან
18 ივნისი 2026პირდაპირიბილეთები 255 -დან
27 ივნისი 2026პირდაპირიბილეთები 258 -დან
3 ივნისი 20261 Გაჩერებაბილეთები 280 -დან
10 ივნისი 20261 Გაჩერებაბილეთები 283 -დან
24 ივნისი 20261 Გაჩერებაბილეთები 293 -დან
21 ივნისი 20261 Გაჩერებაბილეთები 294 -დან
17 ივნისი 20261 Გაჩერებაბილეთები 296 -დან
28 ივნისი 2026პირდაპირიბილეთები 316 -დან
6 ივნისი 20261 Გაჩერებაბილეთები 336 -დან
1 ივნისი 20261 Გაჩერებაბილეთები 338 -დან
2 ივნისი 20261 Გაჩერებაბილეთები 364 -დან
29 ივნისი 20262 Გაჩერებაბილეთები 371 -დან
8 ივნისი 20262 Გაჩერებაბილეთები 434 -დან

თუ ბილეთის ყიდვა გიჭირს, დაგეხმარებით ჩვენ – დაგირეკე ან ესტუმრე ჩვენს ოფისს და ყველაფერს მოვაგვარებთ შენს ნაცვლად!+995558121418

დაგვიანებული ბარგი 

თუ ბარგი დროულად არ ჩამოვიდა, გაქვს უფლება დაფარო ის მინიმალური ხარჯები, რაც აუცილებელია ყოველდღიური საჭიროებისთვის. აქ მოქმედებს ერთი მთავარი პრინციპი — ხარჯი უნდა იყოს გონივრული და არა ემოციური.

ანაზღაურებას ექვემდებარება ისეთი ნივთები, როგორიცაა ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და სხვა პირველადი საჭიროებები, თუმცა ავიაკომპანია არ ფარავს ლუქს კატეგორიის შენაძენებს ან გადაჭარბებულ ხარჯებს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღო ცივი გათვლით.

დაზიანებული ბარგი 

დაზიანების შემთხვევაში გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სერიოზულია პრობლემა და როგორ აფასებს მას ავიაკომპანია.

შეკეთება — გამოიყენება მაშინ, როცა ბარგი აღდგენადია და ტექნიკური პრობლემა მარტივად გვარდება
ჩანაცვლება — ხდება იმ შემთხვევაში, როცა დაზიანება კრიტიკულია და გამოყენება შეუძლებელია
ფულადი კომპენსაცია — გამოიყენება მაშინ, როცა არც შეკეთება და არც ჩანაცვლება არ არის ოპტიმალური

პრაქტიკაში კომპანიები ცდილობენ მინიმალური ხარჯით მოგვარებას, ამიტომ შენი მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო და დასაბუთებული. თუ წინასწარ არ იცი წესები, ხშირად ხვდები პრობლემაში — სწორედ ამიტომ ბევრი ადმაინი წიანსწარ ამოწმებს,მაგ  Wizz Air ხელბარგის წესებს.

ფრენები თბილისიდან სხვადასხვა მიმართულებით – matare.ge

როდის გეტყვიან უარს 

უარი უმეტეს შემთხვევაში პროცესის დარღვევის შედეგია და არა თვითონ შემთხვევის.

ყველაზე გავრცელებული შეცდომებია:

  • PIR ფორმის არ შევსება ადგილზე
  • ვადების დარღვევა განაცხადის გაგზავნისას
  • დოკუმენტების არქონა
  • ბარგში აკრძალული ნივთების განთავსება

👉 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდე ბარგში აკრძალული ნივთების სია, რადგან ეს არის პირდაპირი მიზეზი, რის გამოც კომპენსაცია შეიძლება საერთოდ არ გაიცეს.

როგორ ავიცილოთ მსგავსი პრობლემა მომავალში

ბარგის პრობლემის თავიდან აცილება სრულად შეუძლებელი არ არის — მაგრამ რისკის შემცირება რეალურია, თუ სწორად მიუდგები პროცესს.

რა მუშაობს პრაქტიკაში:

  • ბარგის ფოტოს გადაღება ჩაბარებამდე
  • დამატებითი იდენტიფიკაციის გამოყენება (tag)
  • ღირებული ნივთების ხელბარგში გადატანა
  • ტარიფის სწორად შერჩევა

მაგალითად, ბარგიანი ბილეთი გაძლევს მეტ კონტროლს და თავიდან აგაცილებს ბევრ გაუგებრობას.

შეიტყვე რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები Matare.ge-ზე – შეაფასე თავად რეალური შეფასებების საფუძველზე, რატომ გვირჩევენ სხვები. დაეყრდენი სანდო გამოცდილებას ავიაბილეთის ყიდვისას.

სერვისები რომელიც რეალურად გეხმარება ასეთ სიტუაციაში

როცა ბარგის პრობლემა უკვე მოხდა, მთავარი ამოცანა ხდება პროცესის სწრაფად და სწორად მართვა. ასეთ დროს ბევრი მგზავრი ცდილობს ყველაფრის დამოუკიდებლად მოგვარებას, თუმცა პრაქტიკაში ეს ხშირად იწვევს დროის დაკარგვას და დამატებით შეცდომებს.

სწორედ ამიტომ რეალურ პირობებში ხშირად ერთვება სანდო ტურისტული კომპანია, რომელიც იღებს კომუნიკაციას საკუთარ თავზე და გეხმარება მოთხოვნის სწორად ფორმირებაში. ფინანსური რისკების შესამცირებლად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამოგზაურო დაზღვევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხარჯები უკვე გაწეული გაქვს და ანაზღაურების ლოდინი გიწევს.

ამ პროცესში კომუნიკაციაც კრიტიკულია — სწორედ ამიტომ აქტიურად გამოიყენება სამოგზაურო eSIM, რომ ნებისმიერ ეტაპზე გქონდეს წვდომა ავიაკომპანიასთან და დოკუმენტებთან. თუ ბარგის დაგვიანებამ გეგმები შეცვალა, ხშირად საჭირო ხდება სასტუმროს დაჯავშნა ან ალტერნატიული გადაადგილება,ავტობუსის ბილეთები.

საბოლოოდ, ეს ყველაფერი არ არის უბრალოდ დამატებითი სერვისები — ეს არის ინსტრუმენტები, რომლებიც გიზოგავს დროს, ამცირებს სტრესს და გაძლევს პროცესზე რეალურ კონტროლს.

დაიგვიანა ან გადაიდო ფრენა? მიიღე კომპენსაცია

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ხანში ითვლება ბარგი დაკარგულად?
რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე — ავიაკომპანიის პოლიტიკის მიხედვით.

თუ ბარგი დაგვიანდა, კომპენსაცია მეკუთვნის?
კი, თუ ხარჯები დოკუმენტირებულია და გონივრულია.

დაზიანება მოგვიანებით რომ შევამჩნიო?
უნდა იმოქმედო სწრაფად — ვადები შეზღუდულია.

ორი ავიაკომპანიის რეისზე ვინ აგებს პასუხს?
ბოლო რეისის ოპერატორი.

ღირებული ნივთები თუ დაიკარგა?
უმეტეს შემთხვევაში არ ანაზღაურდება.

დაგვეკონტაქტე და მიიღე სპეციალური შეთავაზება

გჭირდება დახმარება ბილეთის დაჯავშნაში?

დაგვეკონტაქტე ახლავე – ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან ყველაზე ხელსაყრელი ავიაბილეთის მოძიებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით, გვეწვიე ოფისში ან შეიძინე იაფი ავიაბილეთები:

ტელეფონი : +995 558 12 14 18

MATARE.GE – თქვენი საიმედო პარტნიორი