
Wizz Air ფასდაკლება — იაფი ბილეთები საბერძნეთსა და კვიპროსში
საბერძნეთი და კვიპროსი უკვე წლებია ყველაზე მოთხოვნად ევროპულ მიმართულებებს შორისაა. მოგზაურები აქ ჩადიან არა მხოლოდ ზღვასა და მზის გამო, არამედ ისტორიის, კულტურისა და განსაკუთრებული ატმოსფეროსთვის. ათენი, თესალონიკი, კრეტა, ლარნაკა და პაფოსი — ქალაქები, რომლებიც აერთიანებენ უძველეს არქიტექტურას, თანამედროვე კომფორტს და დასვენების იდეალურ პირობებს. WizzAir-ის ფრენები საბერძნეთსა და კვიპროსში გამოირჩევა კომფორტული განრიგით და კონკურენტული ფასებით. პირდაპირი რეისები სრულდება ქუთაისიდან, ხოლო გადაჯდომით შეგიძლია გაემგზავრო თბილისიდან ან ბათუმიდანაც. ბილეთების წინასწარ დაჯავშნა საშუალებას გაძლევს დაზოგო თანხა და აირჩიო მოგზაურობის თარიღი ზუსტად შენს გრაფიკზე მორგებული.
რა უნდა იცოდე ფრენების და ბილეთების შესახებ
საბერძნეთის ბილეთები და კვიპროსი ბილეთების ფასი სეზონის მიხედვით იცვლება. ზაფხულში მოთხოვნა მატულობს, ამიტომ ფასები იზრდება, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეგიძლია იპოვო უფრო იაფი ავიაბილეთები — ხშირად 30–40%-ით დაბალ ფასად. ამიტომაც Wizz Air-ის 15%-იანი ფასდაკლება ახლა განსაკუთრებით მომგებიანია მათთვის, ვინც წინასწარ გეგმავს გამგზავრებას. ფრენის ხანგრძლივობა საშუალოდ 2–3 საათია, რაც ამ მიმართულებებს აქცევს იდეალურ არჩევანად მოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი შვებულებისთვის. ლარნაკის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად მხოლოდ 15 წუთი დაგჭირდება, ხოლო ათენის აეროპორტი კომფორტულად უკავშირდება როგორც ზღვას, ისე ისტორიულ უბნებს.თუ მოგზაურობ მსუბუქად — ერთი ხელბარგით — ეს აქცია შენთვისაა. მაგრამ თუკი გეგმავ გრძელ დასვენებას, შეგიძლია მარტივად დაამატო ჩასაბარებელი ბარგი ან აირჩიო პრიორიტეტული ჩასხდომა.
💛დაჯავშნე ვიზეარის ფასდაკლებული ავიაბილეთები matare.ge -ზე 💛
თბილისი – ცოტნე დადიანის N7, ა319 ოთახი
ახალციხე – დიდიმამიშვილის N2
რატომ უნდა დაგეგმო მოგზაურობა დღესვე
15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ერთ დღეს — ამიტომ ვინც გეგმავს მოგზაურობას ზაფხულში, ზამთარში ან დღესასწაულების პერიოდში, საუკეთესო დრო სწორედ ახლაა.
დამატებითი შეთავაზებები — დაზოგე სასტუმროშიც
მოგზაურობის დაგეგმვა მხოლოდ ბილეთზე შეჩერებით არ უნდა დასრულდეს. მატარეჯი თავისი პარტნიორების მეშვეობით გთავაზობს ფასდაკლებებს სასტუმროებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია არა მხოლოდ იაფად გაფრინდე, არამედ დაბალ ფასად დაისვენო. შესაძლებელია ერთდროულად დაჯავშნო ფრენა და სასტუმრო, გაიგო ყველა ფასი წინასწარ და დაიგეგმო მოგზაურობა მარტივად, ხელმისაწვდომ ფასად და სანდოდ.
ხშირად დასმული კითვები:
1️.ვიზა სჭირდება თუ არა საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთსა და კვიპროსში მგზავრობისას?
არა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე იმოგზაურონ როგორც საბერძნეთში, ისე კვიპროსში — მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტისთვის.
2️.რამდენ ხანს გრძელდება Wizz Air-ის აქცია?
აქცია მოქმედებს მხოლოდ ერთ დღეს — 28 ოქტომბერს, 00:00–23:59 CET.
ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ჯობია დროულად შეიძინო.
3️.შეიძლება თუ არა ფასდაკლების გამოყენება დაბრუნების ბილეთზეც?
დიახ, ფასდაკლება ვრცელდება როგორც ერთმხრივ, ისე დაბრუნების რეისებზე.
4️.რამდენად მარტივია ბილეთის დაჯავშნა Matare.ge-ზე?
ძალიან მარტივი — ჩაწერე მიმართულება, აირჩიე თარიღი და სისტემა ავტომატურად გაჩვენებს ყველაზე იაფ ვარიანტებს.
5️.რომელი პერიოდია ყველაზე ხელსაყრელი ფრენისთვის?
გაზაფხული და შემოდგომა — ამ დროს ბილეთები იაფია, ამინდი კი იდეალური.
დაგეგმე შენი მოგზაურობა დღესვე კვიპროსსა და საბერძნეთში
შეუერთდი ათასობით მგზავრს, რომლებიც ირჩევენ Matare.ge-სა და ვიზიარს ,რათა იმოგზაურონ იაფად, კომფორტულად და მარტივად. გადადი ვებსაიტზე, მოძებნე შენთვის სასურველი მიმართულება და დაჯავშნე ბილეთი რამდენიმე წუთში — თუნდაც დღესვე, სანამ ფასდაკლება ჯერ კიდევ აქტიურია. გზა ხმელთაშუა ზღვისკენ აქედან იწყება
დამატებითი ინფორმაციისთვის და ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით, გვეწვიე ოფისში ან შეიძინე ავიაბილეთები:
ტელეფონი : +995 558 12 14 18


