თბილისი, საქართველო

მთავარი > სერვისები > კომპენსაცია

service

კომპენსაცია

Რატომ უნდა მიიღოთ ფრენის კომპენსაცია

 

Მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება სრული სიზუსტით დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა, შეიძლება ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები მოხდეს, როგორიცაა ფრენის გადადება, დაგვიანება ან გაუქმება.

 

Ფრენის რაიმე მიზეზით გადადება თითოეულ მგზავრს არამხოლოდ ფინანსურ, მორალურ ზიანსაც აყენებს, შესაბამისად ამ ყველაფრის დასაბალანსებლად საჭიროა კომპენსაცია. 

 

Რამდენია ფრენის კომპენსაცია 

 

ფრენის კომპენსაცია დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე, დანიშულებაზე, მანძილზე და კიდევ სხვა დეტალებზე, რაც საშუალოდ 250 ევროდან 600 ევრომდე მერყეობს. 

 

  • 1500 კილომეტრამდე – 250 EURO
  • 1500-3500 კილომეტრამდე – 400 EURO
  • 3500-ზე მეტ კილომეტრზე – 600 EURO

 

Რა შემთხვევაში გეკუთვნით კომპენსაცია 

 

  • Როდესაც თქვენი რეისი მინიმუმ 3 საათით ან მეტით აგვიანებს.
  • Როდესაც თქვენი რეისი გაუქმდა.
  • Როდესაც უარი გითხრეს თვითმფრინავში ჩასხდომაზე ბორტზე არასაკმარისი ადგილების გამო – ანუ როდესაც ავიაკომპანიამ იმაზე მეტი ბილეთი გაყიდა, ვიდრე რეალურად ადგილები ჰქონდა.

Როგორ უნდა მოვითხოვოთ ფრენის კომეპნსაცია

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ კონკრეტული შემთხვევიდან არ უნდა იყოს გასული 3 წელზე მეტი და ცალსახა უნდა იყოს ავიაკომპანიის ბრალეულობა. 

Შეგიძლიათ შეავსოთ იმ ავიაკომპანიის საიტზე, რომლის ფრენაც გადაიდო, დაგვიანდა ან გაუქმდა ან გამოიყენოთ შუამავალი პლატფორმები. 

Ჩვენი გუნდის წევრები დაგეხმარებიან განცხადის დაფიქსირებაში და კომპენსაციის მოთხოვნაში. დაგვიკავშირდით ჩვენი ტურისტული კომპანიის ნომერზე ან WhatsApp-ში – +995-558-12-14-18 ან FACEBOOK– ის გვერდზე.

banner

banner