სამოგზაურო eSIM ანუ დარჩი ხაზზე მოგზაურობისას!
ჩვენს რეალობაში ინტერნეტის გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია, განსაკუთრებით კი მოგზაურობის დროს, როდესაც თქვენთვის უცნობ ადგილებში ხვდებით.
გჭირდებათ რუკის გამოყენება, საინტერესო ადგილებისა თუ კვების ობიექტების მოძიება, ან საერთოდაც მოგზაურობისას გადაღებული ფოტო და ვიდეო კონტენტის გაზიარება.
იყო დრო, როდესაც მოგზაურობისას ინტერნეტის ერთადერთი საშუალება როუმინგი ან ადგილობრივი SIM ბარათის შეძენა იყო.
როუმინგი ანუ დარჩი კავშირზე, სადაც არ უნდა იყო
როუმინგის ჩართვის შემდეგ, არამხოლოდ ინტერნეტით შეძლებთ სარგებლობას, არამედ შეტყობინებებს და ზარებსაც მიიღებთ, თუმცა ერთი პრობლემაა – ეს სერვისი საკმაოდ ძვირია.
ადგილობრივი SIM ბარათის შეძენა
ადგილობრივი SIM ბარათის შეძენა გარკვეულ პროცესებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა ოპერატორის ჯიხურის მოძებნა, რადგან აეროპორტში არსებულ ჯიხურებში ნომრის შეძენა საკმაოდ ძვირია. ასევე, გარკვეული საბუთების შევსება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ქვეყანაში აპირებთ ერთდროულად ვიზიტს, თითოეულისთვის მოგიწევთ შესაბამისი სიმ ბარათის შეძენა.
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | ბილეთების პოვნა |
---|---|---|
სტამბოლი | 28 ნოემბერი 2025 | ბილეთები 75 - დან |
სალონიკი | 25 სექტემბერი 2025 | ბილეთები 80 - დან |
ლარნაკა | 22 ნოემბერი 2025 | ბილეთები 81 - დან |
ბარსელონა | 2 დეკემბერი 2025 | ბილეთები 114 - დან |
ათენი | 14 სექტემბერი 2025 | ბილეთები 123 - დან |
იზმირი | 5 დეკემბერი 2025 | ბილეთები 127 - დან |
მადრიდი | 7 ნოემბერი 2025 | ბილეთები 134 - დან |
რომი | 19 დეკემბერი 2025 | ბილეთები 136 - დან |
მილანი | 30 ივლისი 2025 | ბილეთები 143 - დან |
ჰამბურგი | 19 დეკემბერი 2025 | ბილეთები 144 - დან |
სამოგზაურო eSIM ანუ საუკეთესო გადაწყვეტა მოგზაურობის დროს
eSIM-ის ყიდვა პირდაპირ ტელეფონიდანვე შეგიძლიათ, საჭიროა გადმოწეროთ Airalo, MobiMatter ან სხვა მსგავსი აპლიკაცია, რისთვისაც სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.
Რა უნდა გაითვალისწინოთ eSIM-ის შეძენისას
Სანამ ელექტრონული სიმბარათის შეძენას გადაწყვეტთ აუცილებლად გადაამოწმეთ აქვს თუ არა თქვენს ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა.
როგორი ტიპის eSIM პაკეტები არსებობს
- ლოკალური სიმი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანაში და მის გამოყენებას მხოლოდ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შეძლებთ.
- რეგიონული სიმი, რომელიც მოქმედებს არა კონკრეტული ქვეყნის, არამედ კონტინენტის მასშტაბით. იმ შემთხვევაში თუ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აპირებთ მოგზაურობას, ცალსახად რეგიონული eSIM-ის შეძენა სჯობს.
- გლობალური სიმი, რომელიც ყველა ქვეყანაში მოქმედებს და რეკომენდებულია მათთვის, ვინც მუდმივად სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
ტელეფონი : +995558121418