მწვანე ბარათი
GREEN CARD ანუ ამერიკაში მოხვედრის მარტივი შესაძლებლობა
ამერიკაში წასვლა ბევრი ადამიანის ოცნებაა, სწორედ ეს არის მიზეზი ყოველ წელს ოქტომბერში, რატომ ემზადება უამრავი ადამიანი Green Card-ის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად.
“მრავალფეროვანი იმიგრაციის სავიზო პროგრამაა” აშშ-ს კონგრესის მიერ დამტკიცებული გათამაშებაა, სადაც ყოველწლიურად 50 000 ერთეული ბარათი თამაშდება და მიზანი მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნებაა.
ეს გათამაშება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება, მათ შორის საქართველოშიც.
რისი გაკეთება შეგვიძლია ?
ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე ბარათის ლატარეის მოგება ამერიკის მოქალეობის მიღებას არ ნიშნავს.
გრინ ქარდის მოგების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ამერიკაში ლეგალურად ცხოვრება და მუშაობა, დამსაქმებლის სპონსორობის გარეშე. Ამასთანავე, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით სარგებლობა, კრედიტის შეღავათიანი პირობებით მიღება, ოჯახის წევრების დასპონსორება მწვანე ბარათის ასაღებად და შესაძლებლობა გქონდეთ აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი იგივე Social Security Number.
ვის შეუძლია მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება
Ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია გათამაშებაში მონაწილეობის მიღება თუ აკმაყოფილებთ შემდეგი ორი კრიტერიუმიდან ერთის მაინც:
- გაქვთ დამთავრებული საშუალო სკოლა, მინიმუმ 11 კლასი.
- Ბოლო 5 წელიწადში გაქვთ მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აშშ-სთვის საინტერესო სფეროებში.
Ამ დოკუმენტების ატვირთვა არ არის საჭირო, მხოლოდშევსების დროს ეთანხმებით, რომ ნამდვილად აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში წარადგენთ დოკუმენტებს.
როგორ დავრეგისტრირდეთ მწვანე ბარათის გათამაშებაზე ?
MATARE.GE-ს გუნდისთვის მომხმარებლის კმაყოფილება უმთავრესი კრიტერიუმია. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ ყველა მნიშვნელოვანი სერვისი შემოგთავაზოთ, რაც მოგზაურობის დროს საჭიროა – სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი, ავტობუსის ბილეთები, სამუშაო მოწვევა , ავიაბილეთები განვადებით
გრინ ქარდზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია სწორად გადაღებული ფოტოსურათი და პორტალზე რეგისტრაცია რაშიც ჩვენი წარმომადგენლები დაგეხმარებიან.
იმ შემთხვევაში თუ გჭირდებათ დახმარება, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ რეგისტრაციაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელეფონი : +995558121418
Facebook : WWW.MATARE.GE
MATARE.GE – თქვენი საიმედო პარტნიორი!