M A T A R E . G E

MATARE.GE ტურისტული კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზეა და მომხმარებლებს ეხმარება შეიძინონ ავიაბილეთები ყველაზე იაფად და მიიღონ სრული ტურისტული მომსახურება.

კონტაქტი

img

7 ცოტნე დადიანის ქუჩა, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, A319 ოთახი

ყატარი

ყატარი შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც წარსული და მომავალი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. 

სჭირდებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ვიზა?

საქართველოს მოქალაქეებს კატარში ვიზიტისას ვიზა არ სჭირდებათ. აეროპორტში მიიღებთ შტამპს უფასოდ, რომელიც ამ ქვეყანაში დარჩენის უფლებას გაძლევთ 30 დღემდე.

როგორ გავემგზავროთ საქართველოდან კატარში?

საქართველოდან  პირდაპირ რეისებს მხოლოდ Qatar Airways ასრულებს დოჰაში და სრულად დომინირებს ბაზარზე.  ყატარის ავიახაზები ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და კომფორტს სთავაზობს.

არის თუ არა უსაფრთხო ქალებისთვისა და გოგონებისთვის?

ეს ერთ-ერთი ხშირად დასმული კითხვაა. კატარი მსოფლიოს ხუთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სიაში შედის და ნამდვილად უსაფრთხოა ნებისმიერი სქესის ტურისტისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის 77% ისლამის მიმდევარია, უმჯობესია თუ მათ ტრადიციებს გავითვალისწინებთ და ვცემთ პატივს.  ქალბატონებს ვურჩევთ გრძელი ქვედაბოლოები და ნაკლებად დეკოლტე კაბები შეარჩიონ, ხოლო მამაკაცებს – შარვალსა და პერანგის ჩაცმას. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში დრეს-კოდი მოქმედებს, შესაძლებელია არ შეგიშვან შორტებით, მაისურითა და სანდლებით.

შესაძლებელია თუ არა ალკოჰოლის შეძენა?

ალკოჰოლის შეძენა მხოლოდ ლიცენზირებულ კლუბებში, სასტუმროებში და ბარებში შეძლებთ. Აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ალკოჰოლის ფასი საკმაოდ მაღალია, საშუალოდ წარმოდგენა რომ შეგექმნათ ერთი კათხა ლუდის ფასი 15 ევროდან იწყება.  ასევე, ალკოჰოლის შეძენა მხოლოდ 21 წლიდან არის შესაძლებელი.

სად შევიძინოთ საქართველო-ყატარის ბილეთები ყველაზე იაფად?

სასურველი ავიაბილეთის საუკეთესო ფასად მოძიებაში MATARE.GE-ს გუნდი დაგეხმარებათ. 

ფრენები კალენდარი : თბილისი – კატარი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის და ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

ტელეფონი : +995558121418

Facebook : WWW.MATARE.GE

MATARE.GE – თქვენი საიმედო პარტნიორი!

ტელეფონი
Whatsapp
Viber
მესენჯერი
E-mail