ჩეხეთი-საქართველო
Რა უნდა გაგვახსენდეს ჩეხეთის ხსენებისას თუ არა პრაღა და ლუდი, რომლის მსგავსსაც სამყაროში ვერაფერს დალევთ. ჩეხეთს მოგზაურები ლუდის მოყვარულთათვის სამოთხესაც კი უწოდებენ.თუმცა გარდა ლუდისა ამ ქვეყანაში ულამაზესი ქალაქები, განსაკუთრებული არქიტექტურა და უგემრიელესი კერძებიც მრავლად არის.
როგორ დავბრუნდეთ ჩეხეთიდან საქართველოში?
ჩეხეთიდან საქართველოში დაბრუნება პირდაპირი ფრენით, WIZZAIR-ს დახმარებით არის შესაძლებელი პრაღის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით (პრაღა-ქუთაისი).
დრო და გაჩერებები | ავიაკომპანია | ფრენის ნომერი | განრიგი | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
08:05 → 14:40 პირდაპირი | Wizz Air | W6 7924 | Ო Ს Ო Ხ Პ Შ Კ | შეარჩიეთ თარიღები |
20:20 → 02:55+1 პირდაპირი | Wizz Air | W6 7924 | Ო Ს Ო Ხ Პ Შ Კ | შეარჩიეთ თარიღები |
პრაღიდან ასევე შესაძლებელია თბილისში პირდაპირი ფრენით მოხვედრა , რომელსაც ასრულებს GEORGIAN WINGS
Რაც შეეხება სხვა ალტერნატივებს, შესაძლებელია მეზობელი ქვეყნების აეროპორტების გამოყენება, ერთ-ერთი პოპულარული გზა ვენა-ქუთაისია და ბუდაპეშტი-ქუთაისია, რომელსაც ასევე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია WIZZAIR ასრულებს.
ტრანზიტული ფრენით ჩეხეთიდან საქართველოში დაბრუნება
რაც შეეხება ტრანზიტს, ავიაკომპანია Pegasus ასრულებს ფრენებს საბიჰა გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში.
ასევე შესაძლებელია ლოტის ავიახაზებით – ვარშავაში გადაჯდომით, ან აირბალტიკით – რიგაში გადაჯდომით თბილისში დაბრუნება.
კიდევ ერთი გზა – Austrian airlines გამოყენებით ვენაში გადაჯდომით დაბრუნებაა თბილისში.
როგორ შევიძინოთ ჩეხეთი-საქართველოს ბილეთი იაფად?
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი ფრენის ბილეთის იაფად შეძენაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
ტელეფონი : +995558121418
Facebook : WWW.MATARE.GE