🛫 სასურველია რეგისტრაციის და უსაფრთხოების პროცედურების დროულად გავლისათვის, მგზავრები აეროპორტში გამოცხადდნენ რეისის გაფრენამდე 2 საათით ადრე
🛂 სარეგისტრაციო დახლის გახსნისა და დახურვის დრო მითითებულია თქვენს ბილეთში ან სამგზავრო ინსტრუქციაში.
⚠️ ავიაკომპანიები მკაცრად იცავენ რეგისტრაციისათვის განკუთვნილი დროის რეგლამენტს. სარეგისტრაციო დახლის დახურვის შემდგომ მგზავრები რეისზე აღარ დაიშვებიან.
🎫ავიაკომპანიების უმეტესობა გთავაზობთ ონლაინ რეგისტრაციის სერვისს. სასურველია გადაამოწმოთ თქვენს ავიაკომპანიასთან, ვრცელდება, თუ არა აღნიშნული სერვისი თქვენს ავიარეისზე.
თუ სერვისი ხელმისაწვდომია, აეროპორტში მისვლამდე აუცილებლად ამობეჭდეთ თქვენი ჩასხდომის ბარათი, რადგან ავიაკომპანიების უმეტესობას აღნიშნული სერვისი ფასიანი აქვს.